დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.158.016090 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ" ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 დეკემბრის №54 დადგენილებით (ვებგვერდი, 111222007, 26/12/2011 190020020.35.158.016062) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება : |
| მუხლი 1 |
დადგენილებით დამტკიცებული წესის 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, მუხლი 1. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება 1.ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ცნობა ტეროტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ ( იმ შემთხვევაში, თუ განცხადება დაწერილია პაციენტის ოჯახის წევრის მიერ); ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. 2.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე. 3.პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად: ა) სტაციონარული მკურნალობისათვის 300 (სამასი) ლარის ოდენობით, 300 (სამასი) ლარიდან ზემოთ 70% -ის ოდენობით მაგრამ არა უმეტეს 3500 ( სამი ათას ხუთასი) ლარისა; ბ)დიაგნოსტიკური კვლევისათვის არა უმეტეს 500 ლარისა; 4. დიაგნოსტიკური კვლევისათვის დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. 5. სტაციონარული მკურნალობისათვის 2500 (ორი ათას ხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. 6.სტაციონარული მკურნალობისათვის 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარიდან 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება 1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტინგენტია: ა) სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებლები 70 000-დან 100 000 ქულამდე და მათი ოჯახის ორსული წევრები, რომელთაც ზემოაღნიშნული სარეიტინგო ქულები მიენიჭათ 2011-2012 წწ. პერიოდში; ბ) სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები და მათი ოჯახის ორსული წევრები, რომელთაც გააჩნია 70 000 ქულაზე ნაკლები და არ აქვთ მიღებული ან განახლებული სადაზღვევო პოლისი. 2. პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად: ა) სტაციონარული მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 3500 ლარისა. 3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ)სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი; დ)ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ე)ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ განცხადება დაწერილია პაციენტის ოჯახის წევრის მიერ); ვ)ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. 4.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე. 5. სტაციონარული მკურნალობისათვის 2500 (ორი ათას ხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. 6. სტაციონარული მკურნალობისათვის 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარიდან 3500 (სამი ათას ხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“ |
| მუხლი 3 |
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. ფსორიაზით დაავადებული პირების დახმარება 1. ფსორიაზით დაავადებული სოციალურად დაუცველი პირების, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს და ფსორიაზით დაავადებული იძულებით გადაადგილებული პირების დახმარება მოხდება ერთჯერადად, არა უმეტეს 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) გამცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; დ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა აფთიაქიდან მედიკამენტების ჩამონათვალის, ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა; ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი; ზ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე. 4. ფსორიაზით დაავადდებულთათვის 2500 (ორი ათას ხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. 5. ფსორიაზით დაავადდებულთათვის 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარიდან 3500 (სამი ათას ხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. |
| მუხლი 4 |
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 6. ლეიშმანიოზით დაავადებული ბავშვების დახმარება 1. ლეიშმანიოზით დაავადებული ბავშვების დახმარება მოხდება ერთჯერადად: ა) სტაციონარული მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 3500 ლარისა. 2. მუნიციპალიტეტში წრმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; დ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. 4. ლეიშმანიოზით დაავადებული ბავშვებისათვის 2500 (ორი ათას ხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. 5. ლეიშმანიოზით დაავადებული ბავშვებისათვის 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარიდან 3500 (სამი ათას ხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“ |
| მუხლი 5 |
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 8. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების დახმარება 1. ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ შემდეგ კატეგორიას: ა)შეზღუდული შესაძლებლობების მქონე I და II ჯგუფის ინვალიდებს 30 ლარის ოდენობით; ბ) ოჯახებში რეინტეგრირებულ თითოეულ ბავშვს 50 ლარის ოდენობით; გ) სტაციონარში მოთავსების შემთხვევაში პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, სტაციონარში მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარისა . 2.ოჯახის წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური სუფსიდიების სააგენტოდან); დ ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები; ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ვ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. 4. სტაციონარული მკურნალობისათვის 2500 (ორი ათას ხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. 5. სტაციონარული მკურნალობისათვის 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარიდან 3500 (სამიათასხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“ |
| მუხლი 6 |
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 10. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება 1. დედ-მამით ობოლ პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად: ა) სტაციონარული მკურნალობისათვის – 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარისა. 2. დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებიდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ; დ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ბავშვის და მისი მეურვის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ვ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა; ზ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. 4. სტაციონარული მკურნალობისათვის 2500 (ორი ათას ხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. 5.სტაციონარული მკურნალობისათვის 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარიდან 3500 (სამი ათას ხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“ |
| მუხლი 7 |
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი12.საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა(ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სოციალური დახმარება შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა ოჯახებისათვის: ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეები (კოდი 300); ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შემდეგ და ომის პერიოდში გარდაცვლილთა ოჯახები ( კოდი 500; 501; 600;); გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები (კოდი 100); დ) ავღანეთის ომის მონაწილეები (კოდი 200); ე) ინვალიდი, დევნილი, ვეტერანი მეომრების ოჯახები. 2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ” და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ: ა) სოხუმის დაცემის დღეს – 27 სექტემბრისათვის ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით; ბ) სტაციონარული მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარისა. 3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორია დახმარებას მიიღებს: ა) ფაშიზმზე გამრჯვების დღის 9 მაისისათვის ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით. ბ) სტაციონალური მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარისა. 4. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა” და „დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ სტაციონარული მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ -70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარისა. 5. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) დიდი სამამულო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ე) ავღანეთის ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ვ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი ; ზ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები; თ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ი ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები; კ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ლ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა. 6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. 7. სტაციონარული მკურნალობისათვის 2500 (ორიათასხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. 5. სტაციონარული მკურნალობისათვის 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარიდან 3500 (სამი ათას ხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“ |
| მუხლი 8 |
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით ,,მუხლი 13. იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო მომსახურება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ერთჯერადად იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი ოჯახის ორსული წევრების სამედიცინო (სტაციონარული) მომსახურება 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ 70%- ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 3500 (სამიათასხუთასი) ლარისა; 2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)პირადობის მოწმობის ასლი; გ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა; ვ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ზ) ქორწინების მოწმობის ასლი. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. 4. სტაციონარული მკურნალობისათვის 2500 (ორი ათას ხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. 5. სტაციონარული მკურნალობისათვის 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარიდან 3500 (სამი ათას ხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“ მუხლი 9. დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 მუხლი ,, მუხლი 15 გარდამავალი დებულებები გადაუდებელი აუცილებლობისას, სტიქიის, უბედური და სხვა ფორს-მაჟორული შემთხვევებისას ნატურალური თუ ფულადი ფორმით დახმარებაზე გადაწყვეტილებას 2500 ლარამდე იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი გამგეობის შესაბამისი სამსახურის ადგილზე შესწავლის (აქტის) საფუძველზე, რომლის შედგენა ხდება სამსახურის წარმომადგენლებისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ, ხოლო 2500 ლარიდან 3500 ლარამდე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გამგეობის შესაბამისი სამსახურის ადგილზე შესწავლის (აქტის) საფუძველზე, რომლის შედგენა ხდება სამსახურის წარმომადგენლებისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ.“ |
| მუხლი 9 |
დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 მუხლი ,, მუხლი 15 გარდამავალი დებულებები გადაუდებელი აუცილებლობისას, სტიქიის, უბედური და სხვა ფორს-მაჟორული შემთხვევებისას ნატურალური თუ ფულადი ფორმით დახმარებაზე გადაწყვეტილებას 2500 ლარამდე იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი გამგეობის შესაბამისი სამსახურის ადგილზე შესწავლის (აქტის) საფუძველზე, რომლის შედგენა ხდება სამსახურის წარმომადგენლებისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ, ხოლო 2500 ლარიდან 3500 ლარამდე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გამგეობის შესაბამისი სამსახურის ადგილზე შესწავლის (აქტის) საფუძველზე, რომლის შედგენა ხდება სამსახურის წარმომადგენლებისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ.“ |
| მუხლი 10 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები