„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 28 ოქტომბრის №151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 28 ოქტომბრის №151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 115
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 20/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016124
  • Word
115
31/07/2012
ვებგვერდი, 03/08/2012
100110000.22.038.016124
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 28 ოქტომბრის №151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 28 ოქტომბრის №151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის

ბრძანება №115

2012 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 28 ოქტომბრის №151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 28 ოქტომბრის №151 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 100110000.22.038.016006, 01/11/2010) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დებულების მე-3 მუხლის მე-3 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბჭოს წევრების დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით, სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინების საფუძველზე.“;

„11. საბჭოს წევრი ინიშნება/მტკიცდება 1 წლის ვადით. დასაშვებია იმავე პირის საბჭოს შემადგენლობაში განმეორებით დანიშვნა (დამტკიცება).“.

ბ) დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება

საბჭოს წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება მინისტრის ბრძანებით, სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინების საფუძველზე, ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:

ა) პირადი განცხადება;

ბ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად ცნობა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება;

გ) საბჭოს წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

დ) უფლებამოსილების ვადის გასვლა;

ე) გარდაცვალება;

 ვ) საბჭოს სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა;

ზ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურის შეცვლა ან სამსახურიდან გათავისუფლება;

თ) საბჭოს წევრის მიერ ვალდებულების არაკეთილსინდისიერად ან/და არაჯეროვნად შესრულება.“;

გ) დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე;“;

დ) დებულების მე-5 მუხლის  პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) სასჯელის მოუხდელი ნაწილის თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის თაობაზე.“;

ე) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბჭო უფლებამოსილია მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია მიიღოს ელექტრონულად, აგრეთვე გამოითხოვოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალები და განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებები.“;

ვ) დებულების მე-6 მუხლის  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.“;

ზ) დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საბჭო მხოლოდ ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით და თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის თაობაზე.“;

თ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

     „მუხლი 81. წარმოების დაწყება

1. საბჭოს მიერ წარმოების დაწყების საფუძველია შუამდგომლობა.

2. საბჭოს მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის, სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის შესახებ შუამდგომლობით მიმართავს მსჯავრდებული, მისი დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი, ახლო ნათესავი ან იმ დაწესებულების დირექტორი, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებული. შუამდგომლობას შესაძლებელია ახლდეს დამატებითი დოკუმენტაცია.

3. თუ საბჭოს მიმართავს დაწესებულების დირექტორი, შუამდგომლობას უნდა დაერთოს მსჯავრდებულის დახასიათება.

4. არასრულწლოვანი და ქალი მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადის ფაქტობრივად მოხდის, აგრეთვე ამ დებულების მე-18 მუხლის პირველი პუნქტისა და 201 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დაწესებულების დირექტორი ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ამის შესახებ აცნობოს მსჯავრდებულს.“;

ი) დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბჭო ყოველი თვის ხუთ რიცხვამდე შემოსულ შუამდგომლობებს, რომლებიც წარმოებაში იქნება მიღებული, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს მომდევნო თვის ხუთ რიცხვამდე.“;

კ) დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შუამდგომლობის ზეპირ მოსმენაზე დაშვების შემთხვევაში თავმჯდომარე განსაზღვრავს ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღს. ზეპირი მოსმენა უნდა ჩატარდეს შუამდგომლობის შემოსვლის დღიდან არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.“;

ლ) დებულების მე-12 მუხლის  მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „6. ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვისას, თუ შეფასების საბოლოო ქულა არ აღემატება 6.5-ს,  საბჭომ დამატებით უნდა იმსჯელოს, მიღწეული არის თუ არა სასჯელის მიზანი.“;

მ) დებულების მე-12 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის 61-63 პუნქტები:

„61. თუ შეფასების საბოლოო ქულა არ აღემატება 6.5-ს და საბჭო იხილავს ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხს, მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ, თუ საბჭო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზანი მიღწეულია;

ბ) საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია.“.

62. თუ შეფასების საბოლოო ქულა არ აღემატება 6.5-ს და საბჭო იხილავს ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ერთ-ერთ საკითხს, მიიღება გადაწყვეტილება საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.

63. გადაწყვეტილება საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ ეცნობება მსჯავრდებულს და დაინტერესებულ მხარეებს (მსჯავრდებულს, დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და იმ დაწესებულების ადმინისტრაციას, სადაც მსჯავრდებული სასჯელს იხდის ან იხდიდა).“;

ნ) დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭო ზეპირ მოსმენას ატარებს ამ დებულებით დადგენილ შემთხვევებში და წესით.“; 

ო) დებულების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17. გადაწყვეტილების მიღება ზეპირ მოსმენაზე

1. სხდომაზე ზეპირი მოსმენის დროს საბჭო იხილავს: ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომაზე მსჯავრდებულის მიმართ კრიტერიუმების შეფასებას, სხვა გარემოებებს, რომელიც შესაძლებელია მნიშვნელოვანი იყოს გადაწყვეტილების მისაღებად, მოუსმენს მსჯავრდებულს და სხდომაში მონაწილე პირებს. მიღებული ინფორმაციის საერთო ანალიზის საფუძველზე მსჯელობს მიღწეული არის თუ არა სასჯელის მიზანი და იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

2. საბჭო გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის შესახებ იღებს მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.“;

პ) დებულების მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საქმის განხილვის თავისებურებანი

1. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 3 თვეში.

2. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საქმის განხილვისას მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიექცეს არასრულწლოვნის ცხოვრების, აღზრდის, განვითარების პირობებს, ოჯახურ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, რაც მისი ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.“;

ჟ) დებულების მე-19 მუხლი ამოღებულ იქნეს;

რ) დებულების მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საბჭოს გადაწყვეტილების ასლი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის, სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის თაობაზე დაუყოვნებლივ ეგზავნება აღსასრულებლად დაწესებულების ადმინისტრაციას და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს.“;

ს) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:

     „მუხლი 201. ხელახალი განხილვა

1. თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხებზე მსჯავრდებულის შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს ან/და თუ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება.

2. ქალი მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 6 თვეში.“;

ტ) დებულების 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 21. საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების, მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით, სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში მხარის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან 1 თვის ვადაში.“.

 მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2012 წლის 25 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ხ. კალმახელიძე