დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალგორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 54 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.150.016031 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ახალგორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 დეკემბრის №43 დადგენილებაში (სსმ. 30.12.2011; 190020020.35.150.016021) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი და მე-2 მუხლები (№1 - №5 დანართები თან ერთვის) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
1. ახალგორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 1897,3 ათასი ლარის ოდენობით (დანართი№1):
1.1 გრანტები–1885,2 ათასი ლარი; 1.2 გათანაბრებითი ტრანსფერი - 1761,3 ათასი ლარი; 1.3 მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად - 87,9 ათასი ლარი; 1.3.1 ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები – 36,0 ათასი ლარი. 1.4 საქართველოს საწარმოთა ქონებაზე – 4,3 ათასი ლარი; 1.5 არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადი -1,3 ათასი ლარი; 1.6 სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განისაზღვროს -6,5 ათასი ლარი.
2. ახალგორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახდელები განისაზღვროს 1939,3 ათასი ლარის ოდენობით (დანართი №2): 2.1 წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები - 656,5 ათასი ლარი; 2.2 ფინანსური და ფისკალური საქმიანობა - 70,9 ათასი ლარი; 2.3 საგანგებო სიტუაციების მართვის მუნიციპალური სამსახური - 21,9 ათასი ლარი; 2.4 შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების დაფინანსება -10,0 ათასი ლარი; 2.5 თავდაცვის ღონისძიებები -35,2 ათასი ლარი; 2.6 ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია - 304,1 ათასი ლარი; 2.7 საგანმანათლებლო ღონისძიებები - 427.3 ათასი ლარი; 2.8 სპორტული და კულტურული ღონისძიებები - 164,3 ათასი ლარი; 2.9 სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები - 249,1 ათასი ლარი; 2.10 ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს 1939,3 ათასი ლარის ოდენობით (დანართი N3); 2.11 ახალგორის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე 2012 წლის 1 იანვრისთვის არსებული ნაშთის ოდენობა განისაზღვროს 42,0 ათასი ლარით (დანართი N4); 2.12 ახალგორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს (დანართი №5) მიხედვით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები