დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.107.016093 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-80 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივლისის №26/07/11 განკარგულების შესაბამისად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
1.
გადიდდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 200.0 ათასი ლარით. |
ა)
გადიდდეს ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის და სხვა მიმდინარე ღონისძიებების დაფინანსება 200.0 ათასი ლარით. |
2.
10.0 ათასი ლარით შემცირდეს სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია „არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლის“ ასიგნებებზე (05 17); |
3.
დადგენილების პირველი და მეორე პუნქტების შედეგად მიღებული შემოსულობების თანხები მთლიანი მოცულობით 210.0 ათასი ლარი მიიმართოს შემდეგ ღონისძიებათა დასაფინანსებლად: |
ა)
25.0 ათასი ლარით გაიზარდოს გზების რეაბილიტაცია და თანადაფინანსება „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის ასიგნებებზე. (05 03). |
ბ)
20.0 ათასი ლარით გაიზარდოს სახიდე ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის ასიგნებაზე (05 04). |
გ)
105.0 ათასი ლარით გაიზარდოს ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის ასიგნებაზე. (05 07). |
დ)
60.0 ათასი ლარით გაიზარდოს ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლის ასიგნებაზე. (08 03). |
4.
ამ დადგენილების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის №29 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება (სსმ-ს ვებ-გვერდი, 01.01.2012; 190020020.35.107.016071): |
ა)
დამტკიცდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის ბალანსი თანახმად №1 დანართისა: |
ა.ა)
ბიუჯეტის შემოსავლები – 6819.8 ათასი ლარით (აქედან, გადასახადები – 276.9 ათასი ლარი; გრანტები – 6297.9 ათასი ლარი; სხვა შემოსავლები – 245.0 ათასი ლარი). |
ა.ბ)
ბიუჯეტის ხარჯები – 3712.5 ათასი ლარი (აქედან, შრომის ანაზღაურება – 1076.1 ათასი ლარით; საქონელი და მომსახურება - 540.7 ათასი ლარით; სუბსიდიები - 1060.3 ათასი ლარით; გრანტები - 590.0 ათასი ლარით; სოციალური უზრუნველყოფა – 372.5 ათასი ლარით; სხვა ხარჯები – 72.9 ათასი ლარით). |
ა.გ)
საოპერაციო სალდო – 3107.3 ათასი ლარი. |
ა.დ)
არაფინანსური აქტივების ცვლილება – 3440.0 ათასი ლარი. |
ა.ე)
მთლიანი სალდო - -332.7 ათასი ლარი. |
ა.ვ)
ფინანსური აქტივების ცვლილება - -332.7 ათასი ლარი. |
ბ)
დამტკიცდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანახმად №2-№3 დანართებისა. მათ შორის: |
ბ.ა)
შემოსულობები – 6919.8 ათასი ლარი (აქედან, შემოსავლები – 6819.8 ათასი ლარი; არაფინანსური აქტივების კლება – 100.0 ათასი ლარი). |
ბ.ბ)
გადასახდელები – 7252.5 ათასი ლარი; (აქედან: ხარჯები – 3712.5 ათასი ლარი; არაფინანსური აქტივების ზრდა – 3540.0 ათასი ლარი). |
ბ.გ)
ნაშთის ცვლილება - -332.7 ათასი ლარი. |
გ)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს თანახმად №4 დანართისა 7252.5 ათასი ლარის ოდენობით. მათ შორის: |
გ.ა)
საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება – 2082.8 ათასი ლარით. |
გ.ბ)
თავდაცვა – 68.6 ათასი ლარით. |
გ.გ)
საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება – 254.9 ათასი ლარით. |
გ.დ)
ეკონომიკური საქმიანობა – 2491.6 ათასი ლარით. |
გ.ე)
ეკონომიკური საქმიანობა – 2491.6 ათასი ლარით. |
გ.ვ)
საბინაო-კომუნალური მეურნეობა– 486.2 ათასი ლარით. |
გ.ზ)
ჯანმრთელობის დაცვა – 60.0 ათასი ლარით. |
გ.თ)
დასვენება, კულტურა და რელიგია – 741.9 ათასი ლარით. |
გ.ი)
განათლება – 397.4 ათასი ლარით. |
გ.კ)
სოციალური დაცვა – 303.0 ათასი ლარით. |
5.
სულ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტი წლის დასაწყისისათვის არსებული ნაშთის 332.7 ათასი ლარის გათვალისწინებით როგორც შემოსულობებით, ისე გადასახდელებით განისაზღვროს 7252.5 ათასი ლარით. |
6.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
|
|
დანართი №2
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
|
დანართი №3
|
|
დანართი №4
|
ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები