დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 430 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/06/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 27, 17/07/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/01/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 320.000.000.05.001.000.797 |
საქართველოს კანონი
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40(47), 1999 წელი, მუხ. 199) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. კანონის მთელ ტექსტში სიტყვები „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო“.
2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“–„ყ“ ქვეპუნქტები:
„უ) ნუმერაცია – ციფრების განსაზღვრული კომბინაციების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება კავშირგაბმულობის პროცესში ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიკაციისათვის. ნუმერაცია, როგორც სახელმწიფო სტრატეგიული რესურსი, უზრუნველყოფს სხვადასხვა დანიშნულების კავშირგაბმულობის ქსელსა და მომსახურების მიმწოდებელს იმ საშუალებებით, რაც აუცილებელია მათი ფუნქციონირებისათვის;
ფ) ნუმერაციის სისტემა – დადგენილი ნუმერაციის საფუძველზე არსებული ციფრული სისტემა, რომელსაც გამომძახებელი აბონენტი იყენებს კავშირგაბმულობის პროცესში ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიკაციისათვის. ნუმერაციის სისტემა და მისი გამოყენება სახელმწიფო მართვისა და რეგულირების უმნიშვნელოვანესი სფეროა. ნუმერაციის სისტემით შესაძლებელია კავშირგაბმულობის დარგის განვითარება საერთაშორისო სტანდარტების დონეზე და მისი შედარებით უცვლელი ფუნქციონირება ხანგრძლივი დროით (20-30 წელი);
ქ) ნუმერაციის რესურსი – ნუმერაციის სისტემის საფუძველზე არსებული ციფრების სისტემა, რომელიც გამოიყენება ნუმერაციის მინიჭებისას;
ღ) მომსახურების მიმწოდებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე უზრუნველყოფს მომხმარებელთა მომსახურებას ზემოაღნიშნულ სფეროში;
ყ) რეგულირების ყოველწლიური საფასური – ამ კანონის საფუძველზე საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნორმატიული აქტით განსაზღვრული საფასური, რომელიც კომისიის ბიუჯეტის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა, დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობით კომისიისათვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებასთან და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს“.
3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებს ბოლოში დაემატოს სიტყვები „თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;“;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტის ბოლოს სიტყვა „ორგანიზება;“ შეიცვალოს სიტყვებით „მოთხოვნების პროგნოზირება;“;
გ) „ი“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „რადიოსიხშირული სპექტრის დანაწილებისა და“;
დ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) ნუმერაციის ერთიანი სისტემის პოლიტიკის შემუშავება და დადგენა კომისიისა და სხვა დაინტერესებული უწყებების მონაწილეობით;“;
ე) „რ“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;“;
ვ) „ს“ ქვეპუნქტში სიტყვის „შექმნა,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „თავისი უფლებამოსილების ფარგლებში,“.
4. მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. მე-19 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „და კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.“;
ბ) მე-3 პუნქტში სიტყვის „სამინისტრო“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“, ხოლო სიტყვა „იცავს“ შეიცვალოს სიტყვით „იცავენ“;
გ) მე-4 პუნქტში სიტყვები „უწევს სამინისტრო.“ შეიცვალოს სიტყვებით „უწევენ სამინისტრო და კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“.
6. მე-20 მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვების „დამოუკიდებელი ორგანო.“ შეიცვალოს სიტყვებით „დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სხვა სახელმწიფო უწყებას.“;
ბ) მე-5 პუნქტის:
ბ.ა) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) რადიოსიხშირული სპექტრის დადგენა და დანაწილება სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული უწყებების მონაწილეობით;“;
ბ.ბ) „ე“–„კ“ ქვეპუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად „ვ“–„ლ“ ქვეპუნქტებად;
ბ.გ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) ნუმერაციის რესურსის გამოყოფის პირობებისა და წესების განსაზღვრა და ნუმერაციის რესურსის განაწილება“.
7. 31-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ლიცენზიის მფლობელი კომისიას უხდის რეგულირების ყოველწლიურ საფასურს, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია თავისი ნორმატიული აქტით.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. კომისიის ბიუჯეტს ქმნის სალიცენზიო გადასახდელი, რეგულირების ყოველწლიური საფასური, ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები“.
8. 36-ე მუხლის მე-4 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება: „კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს განსაზღვრავს კომისია“.
9. 44-ე და 45-ე მუხლების მე-2 პუნქტებს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება:
„სპეციალური საწარმოების მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების დარღვევისას კომისიის წარდგინების საფუძველზე აკრედიტაცია უქმდება“.
10. 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სამინისტროს მიერ“.
11. 48-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა „სამინისტროს“ შეიცვალოს სიტყვით „თავის“.
12. 49-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა „სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვით „კომისია“, ხოლო სიტყვა „კომისია“ ამოღებულ იქნეს.
13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII1 თავი:
„თავი VIII1. ნუმერაციის სფეროში საქმიანობის რეგულირება
„მუხლი 491. ნუმერაციის რესურსის რეგულირების ორგანო
1. ნუმერაციის რესურსის რეგულირების ორგანოა კომისია.
2. კომისია:
ა) განსაზღვრავს ნუმერაციის რესურსის გამოყოფის წესებსა და პირობებს;
ბ) არეგულირებს კავშირგაბმულობის ქსელის ოპერატორისა და მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობას ნუმერაციის სფეროში;
გ) უზრუნველყოფს დროებითი გამოყენების უფლებით ნუმერაციის ერთიანი სისტემით გათვალისწინებული რესურსის გადაცემას კავშირგაბმულობის ქსელის ოპერატორსა და მომსახურების მიმწოდებლისათვის.
მუხლი 492. კავშირგაბმულობის სფეროს ოპერატორისა და მომსახურების მიმწოდებლის უფლება-მოვალეობანი
1. კავშირგაბმულობის სფეროს ოპერატორსა და მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვთ მიიღონ ნუმერაციის რესურსი.
2. კავშირგაბმულობის სფეროს ოპერატორი და მომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფენ:
ა) მომხმარებლის მიერ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ოპერატორის თავისუფლად არჩევას;
ბ) ქსელების ნუმერაციის ერთიან სისტემასთან შესაბამისობაში მოყვანას ამ კანონით დადგენილ ვადებში და საკუთარი ხარჯებით ნუმერაციის სისტემაში შეტანილი ცვლილების განხორციელებას კომისიის მიერ დადგენილ ვადებში.
3. კავშირგაბმულობის ქსელის ოპერატორსა და მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვთ სადავო საკითხების განსახილველად სარჩელით მიმართონ სასამართლოს.
მუხლი 493. საზღაური ნუმერაციის რესურსის გამოყენებისათვის
ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ტარიფებს ადგენს კომისია თავისი ნორმატიული აქტით.“
14. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 541 მუხლი:
„მუხლი 541. ნუმერაციის ახალ სისტემაზე გადასვლის ვადები
1. ნუმერაციის ახალ სისტემაზე გადასვლა განხორციელდეს 3 წლის ვადაში.
2. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ და საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში, მიიღონ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.“.
15. 55-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომისიის პირველი შემადგენლობა ინიშნება:
ა) პირველი წევრი 6 წლის ვადით;
ბ) მეორე წევრი 4 წლის ვადით;
გ) მესამე წევრი 2 წლის ვადით.“;
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-4 პუნქტში სიტყვები „2000 წლის 1 თებერვლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „2000 წლის 31 დეკემბრამდე“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2000 წლის 28 ივნისი.
№430-IIs
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები