„კარიერების უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„კარიერების უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 315
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300260000.10.003.016988
  • Word
315
31/07/2012
ვებგვერდი, 01/08/2012
300260000.10.003.016988
„კარიერების უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №315

2012 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

„კარიერების უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103‑ე მუხლის მე‑17 ნაწილის შესაბამისად და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შეტანილ იქნეს ცვლილება „კარიერების უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 მარტის №53 დადგენილებაში (სსმ, 10.03.2006, მუხლი 370) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ წესებს დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი XXVII:

„თავი XXVII

არსებითი შეუსაბამობა, კრიტიკული შეუსაბამობა და არაარსებითი შეუსაბამობა

    მუხლი 85. არსებითი შეუსაბამობის განსაზღვრა

1. წესების მე-9 მუხლის პირველ, მე-9, მე-10, მე-12, მე-13, მე-14, მე-18, 21-ე, 22-ე და 24-ე პუნქტებში, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში, მე-2 და მე-5 პუნქტებში, მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში, მე-8 და მე-9 პუნქტებში, მე-12 მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებში, მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, მე-11 პუნქტში, მე-13 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში, მე-14 მუხლის მე-4 პუნქტში, მე-15 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-19 მუხლის მე-5 პუნქტში, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 24-ე მუხლის პირველ, მე-4, მე-12 და მე-17 პუნქტებში, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 33-ე მუხლის მე-8 პუნქტში, 34-ე მუხლის პირველ, მე-4 და მე-5 პუნქტებში, 35-ე მუხლის პირველ პუნქტში, 36-ე მუხლის მე-5 პუნქტში, 37-ე მუხლის მე-2 პუნქტში, მე-40 მუხლის მე-2 პუნქტში, 41-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 42-ე მუხლის პირველ პუნქტში, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში, 47-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებში, 56-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 58-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „თ“ ქვეპუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

2. წესების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში, მე-9 მუხლის მე-16 პუნქტში, მე-11 მუხლის პირველ პუნქტში, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში, მე-12 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებში, მე-13 მუხლის პირველ პუნქტში, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტში, 30-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-6, მე-9 და მე-10 პუნქტებში, 31-ე მუხლის პირველ პუნქტში, 32-ე მუხლის მე-5 პუნქტში, 37-ე მუხლის პირველ და მე-7 პუნქტებში, 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში, მე-3 პუნქტში, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 55-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებში, 61-ე მუხლის მე-4 პუნქტში, 64-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 66-ე მუხლის პირველ პუნქტში, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში, 68-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 69-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 70-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

    მუხლი 86. კრიტიკული შეუსაბამობის განსაზღვრა

1. წესების მე-9 მუხლის 25-ე პუნქტში, მე-10 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-15 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტში, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტში, 23-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 24-ე მუხლის მე-16 პუნქტში, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

2. წესების მე-9 მუხლის მე-20 პუნქტში, მე-17 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

    მუხლი 87. არაარსებითი შეუსაბამობის განსაზღვრა

წესების 85-ე და 86-ე მუხლებში მოცემული შესაბამისი მუხლების გარდა, ყველა სხვა მუხლში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება არაარსებით შეუსაბამობას.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი          ი. მერაბიშვილი