დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 ოქტომბრის №585 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 656 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 31/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.08.002.016592 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №656
2012 წლის 31 ივ ლისი
ქ. თბილისი
„ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 ოქტომბრის №585 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 ოქტომბრის №585 ბრძანებულებით (სსმ, ვებგვერდი 111004014, 04/10/2011, 140080000.08.002.016333) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-5 მუხლის:
ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. საბუთების სრულყოფილად წარდგენის შემდეგ საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის კანდიდატი შესაბამისი მიმართვით იგზავნება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამედიცინო მთავარ სამმართველოში, რომელიც უზრუნველყოფს კანდიდატის მიერ სპეციალური-საექიმო კომისიის გავლას, აგრეთვე მის წარდგენას ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებულ მუდმივმოქმედ სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე. სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია უზრუნველყოფს გულმკერდის რენტგენოსკოპიისა და შესაბამისი ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარებას და გამოკვლევების შედეგების სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის გადაგზავნას.”;
ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 3. კადრების მთავარი სამმართველოს მიერ წარდგენილი საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხი კანდიდატები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) სასწავლო ცენტრში აბარებენ ფიზიკურ ნორმატივებს.”;
გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში სიტყვების: „ ტანსაცმლით უზრუნველყოფის,” შემდეგ დაემატოს სიტყვები: „ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების,”;
დ) მე-10 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ 3. სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების არადამაკმაყოფილებელი შედეგით გავლის საფუძველზე კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, პირს დაეკისრება მისი სპეციალური ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების, თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდში სპეციალური მომზადებისა და კვებით უზრუნველყოფისა თვის გაწეული ხარჯები ს ანაზღაურება. ”.
2 . ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები