დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.104.016101 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-80 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის N29 დადგენილებაში (სსმ, 05/01/2012, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.104.016075) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
აისახოს ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილში: საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 20 ივლისის N1125 ბრძანებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემში 2012 წლის 29 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების შესაძენად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 32000 (ოცდათორმეტი ათასი) დოლარის ეკვივალენტი 53088 (ორმოცდაცამეტიათასოთხმოცდარვა) ლარი და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელებისასთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივლისის N26/07/11 განკარგულებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის გამოყოფილი 200(ორასი) ათასი ლარი, შესაბამისად, ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი ნაცვლად 8619.0 ათასი ლარისა განისაზღვროს 8 872.1 ათასი ლარის ოდენობით. |
2.
მუნიციპალურ ბიუჯეტში განხორციელდეს შიდა ცვლილებები. კერძოდ: |
ა)
გადატანილ იქნეს „ვეტერანთა და საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარებები“-ს (ორგანიზაციული კოდი 08 07) მუხლიდან “გაჭირვებულ ოჯახთა ერთჯერადი დახმარებების“ (ორგანიზაციული კოდი 08 05) მუხლში - 5.0 ათასი ლარი. |
ბ)
გადატანილიქნეს “სახანძრო უსაფრთხოების სამსახური“-ს (ორგანიზაციული კოდი 02 00) მუხლის „არაფინანსური აქტივების ზრდის“ ქვემუხლიდან “გაჭირვებულ ოჯახთა ერთჯერადი დახმარებების“ (ორგანიზაციული კოდი 0805) მუხლში - 6.0 ათასი ლარი. |
გ)
გადატანილიქნეს „შსს ადგილობრივი ორგანოების დაფინანსების“ (ორგანიზაციული კოდი 03 00) მუხლის „საქონელი და მომსახურების“ ქვემუხლიდან იმავე მუხლის „არაფინანსური აქტივების ზრდის“ ქვემუხლში - 21.0 ათასი ლარი. |
3.
2012 წლის დასაწყისისათვის არსებული სახსრების ნაშთის - 889.4 ათასი ლარის გათვალისწინებით, განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების /ხარჯების/ ნაწილით გათვალისწინებული ასიგნება 9761.5 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა მიმართული იქნეს შემდეგი ორგანიზაციულ–ეკონომიკური ღონისძიებების დასაფინანსებლად: |
ა)
01 00 წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები– 1839.3 ათასი ლარი; |
ა.ა)
01 01 მუნიციპალიტეტის საკრებულო– 377.0 ათასი ლარი; |
ა.ბ)
01 02 მუნიციპალიტეტის გამგეობა– 1321.3 ათასი ლარი; |
ა.გ)
01 03 სარეზერვო ფონდი– 113.0 ათასი ლარი; |
ა.დ)
01 05 პროექტების შედგენის ღირებულება– 7.0 ათასი ლარი; |
ა.ე)
01 06 არქივის ხარჯები – 6.0 ათასი ლარი; |
ა.ვ)
01 07 მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მომსახურების ხარჯები– 15.0 ათასი ლარი; |
ბ)
02 00 სახანძრო უსაფრთხოების სამსახური– 312.0 ათასი ლარი; |
გ)
03 00 შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების
დაფინანსება– 110.0 ათასი ლარი; |
დ)
04 00 თავდაცვის ღონისძიებები – 90.0 ათასი ლარი; |
ე)
05 00 ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და
ექსპლოატაცია – 5314.3 ათასი ლარი; |
ე.ა)
05 01 ნაპირსამაგრებისა და ხიდ–ბოგირების მშენებლობა
და რეაბილიტაცია – 62.0 ათასი ლარი; |
ე.ბ)
05 02 მიწის საკადასტრო აზომვითი სამუშაოები– 5.0 ათასი ლარი; |
ე.გ)
05 03 ამერიკული პეპელას საწინააღმდეგო ღონისძიებები– 5.0 ათასი ლარი; |
ე.დ)
05 05 გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 2799.8 ათასი ლარი; |
ე.ე)
05 06 დასუფთავების ღონისძიებები– 400.0 ათასი ლარი; |
ე.ვ)
05 08 ქალაქების გამწვანების სამუშაოები– 0.0 ათასი ლარი; |
ე.ზ)
05 09 კორპუსების გადახურვა, ფასადების შეღებვა და
ტერიტორიების კეთილმოწყობა– 297.0 ათასი ლარი; |
ე.თ)
05 11 წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია – 50.5 ათასი ლარი; |
ე.ი)
05 12 გარე განათების მოწყობა - 56.0 ათასი ლარი; |
ე.კ)
05 13 ქ. წალენჯიხის ცენტრალური და გრანელის პარკების და
მუნიციპალიტეტის თემებში ტერიტორიების კეთილმოწყობა– 905.0 ათასი ლარი; |
ე.ლ)
05 14 სოფლის მხარდაჭერის პროგრამები- 734.0 ათასი ლარი; |
ვ)
06 00 საგანმათლებლო ღონისძიებები – 553.8 ათასი ლარი; |
ვ.ა)
06 01 ა(ა)იპ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი
აღზრდის ცენტრი“– 524.0 ათასი ლარი; |
ვ.ბ)
06 02 საჯარო სკოლების დაფინანსება – 29.8 ათასი ლარი; |
ზ)
07 00 სპორტული და კულტურული ღონისძიებები– 860.0 ათასი ლარი; |
ზ.ა)
07 01 ა(ა)იპ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე
კომპლექსური სასპორტო–სააღმზრდელო ცენტრი“– 250.0 ათასი ლარი; |
ზ.ბ)
07 02 ა(ა)იპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრი“– 100.0 ათასი ლარი; |
ზ.გ)
07 03 ა(ა)იპ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კულტურის
ცენტრი– 360.0 ათასი ლარი; |
ზ.დ)
07 05 ა(ა)იპ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო
საგანმათლებლო ცენტრი“– 90.0 ათასი ლარი; |
ზ.ე)
07 06 რელიგიური საქმიანობის ხელშეწყობა– 40.0 ათასი ლარი; |
ზ.ვ)
07 07 ახალგაზრდული ორგანიზაციების დაფინანსება– 20.0 ათასი ლარი; |
თ)
08.00 სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები – 682.1 ათასი ლარი; |
თ.ა)
08 01 ამბულატორიების, პოლიკლინიკებისა და
საავადმყოფოების პროგრამების დაფინანსება– 32.0 ათასი ლარი; |
თ.ბ)
08 02 ა(ა)იპ „წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“– 80.0 ათასი ლარი; |
თ.გ)
08 03 მრავალშვილიანი ოჯახების არასრულწლოვანთა დახმარება– 78.0 ათასი ლარი; |
თ.დ)
08 04 უფასო სასადილოები– 150.0 ათასი ლარი; |
თ.ე)
08 05 გაჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახთა ერთჯერადი
დახმარებები– 246.0 ათასი ლარი; |
თ.ვ)
08 06 გარდაცვლილ ვეტერანთა და ლტოლვილთა დაკრძალვის
ხარჯები– 5.0 ათასი ლარი; |
თ.ზ)
08 07 ვეტერანთა და საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა
ოჯახების ერთჯერადი დახმარებები– 5.0 ათასი ლარი; |
თ.თ)
08 08 სტიქიით დაზარალებულთა საცხოვრებლით
უზრუნველყოფა - 53.1 ათასი ლარი; |
თ.ი)
08 09 ვეტერანთა საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობა– 3.0 ათასი ლარი; |
თ.კ)
08 10 სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარება- 30.0 ათასი ლარი; |
4.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი წარმოდგენილია დანართი #1–ით; |
5.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები წარმოდგენილია დანართი # 2–ით; |
6.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები წარმოდგენილია დანართი # 3–ით; |
7.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაცია წარმოდგენილია დანართი N 4–ით.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი N 1
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
|
|
დანართი N 2
|
შემოსულობები
|
|
დანართი N 3
|
გადასახდელები
|
|
დანართი N 4
|
ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები