დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 650 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 31/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480140000.08.002.016591 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №650
2012 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2012 წლის 9 ივლისს ხელმოწერილი ,,საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მ . სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები