„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 სექტემბრის №97/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 153/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 30/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016419
  • Word
153/ნ
30/07/2012
ვებგვერდი, 03/08/2012
040030000.22.022.016419
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 სექტემბრის №97/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №1 53/ნ

2012 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 სექტემბრის 97/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 სექტემბრის 97/ნ ბრძანებით (სსმ, 127 , 04/10/2010, სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი: 430.030.000.22.022.016.0014) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის ხელმძღვანელი. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორის უფლება-მოვალეობებს  მისი ან ცენტრის ხელმძღვანელის დავალებით ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (ერთ-ერთი მოადგილე).“ .

ბ) მე-3 მუხლის, მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამეცნიერო საბჭო არის სათათბირო სტრუქტურული ერთეული, რომლის შემადგენლობაში შედის ცენტრის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე, დეპარტამენტის დირექტორები და მათი მოადგილეები. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა.“ .

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს  2012 წლის 1 სექტემბრიდან.

. დეკანოიძე