„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 297
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016425
  • Word
297
31/07/2012
ვებგვერდი, 31/07/2012
200090000.22.033.016425
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №297

2012 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდა ღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2552) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 372 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აუდიტორს, რომელსაც მინიჭებული  აქვს C  კატეგორია, უფლება  აქვს ალტერნატიული აუდიტი ჩაუტაროს  იმ გადასახადის გადამხდელს, რომლის დეკლარირებული  წლიური  ბრუნვა ან  ერთობლივი შემოსავალი  ან/და  ხარჯი შესამოწმებელი პერიოდის ცალკეული საგადასახადო წლის მიხედვით არ აღემატება 300 000 ლარს. ამასთან, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს, რომლის დეკლარირებული წლიური ბრუნვა ან ერთობლივი შემოსავალი ან/და ხარჯი შესამოწმებელი პერიოდის ცალკეული საგადასახადო წლის მიხედვით აღემატება 300 000 ლარს და არ აღემატება 3 000 000 ლარს, შეიძლება მიეცეს უფლება შემმოწმებლად აირჩიოს აუდიტორი, რომელსაც მინიჭებული აქვს C კატეგორია.’’.

2. 375 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გადასახადის გადამხდელთან ალტერნატიული აუდიტის ჩატარების მიზანშეწონილობის საკითხს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წყვეტს საგადასახადო ორგანო. ამასთან, ალტერნატიული აუდიტი არ უტარდება ალტერნატიული აუდიტის განმახორციელებელ პირს.

3. აუდიტორს ეკრძალება ალტერნატიული აუდიტის ჩატარება:

ა) იმ შემთხვევაში, თუ აუდიტორი და გადასახადის გადამხდელი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად;

ბ) საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობის გარეშე, თუ აუდიტორს გადასახადის გადამხდელისთვის გაწეული აქვს აუდიტორული ან/და საკონსულტაციო მომსახურება საგადასახადო საკითხებზე ბოლო 3 წლის განმავლობაში (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება აუდიტორზე, რომელსაც მინიჭებული აქვს C კატეგორია).’’.

3. 376 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შესამოწმებელი პერიოდი;;

ა. ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აუდიტორის კატეგორია და შესაბამისი კატეგორიის მქონე არანაკლებ 20 აუდიტორის სია.“;

) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ალტერნატიული აუდიტის ჩატარებაზე გადასახადის გადამხდელის თანხმობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეარჩიოს შესაბამისი კატეგორიის მქონე აუდიტორი და გააფორმოს მასთან ხელშეკრულება შეტყობი ების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და აღნიშნულ ვადაში წარუდგინოს იგი საგადასახადო ორგანოს.;

) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. 377 მუხლის:

ა) პირველ და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს მიმართოს მისთვის ალტერნატიული აუდიტის ჩატარების ინიციატივით. მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელთან ტარდება ფინანსური აუდიტი შესაბამისი კატეგორიის მქონე აუდიტორის მიერ.

2. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელს ეცნობება განცხადების წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) შესამოწმებელი პერიოდი;.

5. 378 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საგადასახადო ორგანოს შეტყობინებაში მითითებული შესამოწმებელი პერიოდი;;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გადასახადის გადამხდელსა და აუდიტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ალტერნატიული აუდიტის ჩატარების შესაძლებლობას ქვეკონტრაქტორის მეშვეობით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს და საგადასახადო ორგანოს შემოწმების აქტს წარუდგენს ის აუდიტორი, რომელმაც გააფორმა ხელშეკრულება გადასახადის გადამხდელთან.“.

6. 379 მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ალტერნატიული აუდიტის ჩატარებისას აუდიტორი ხელმძღვანელობს საქართველოს საგადასახადო კოდექსით, ამ თავით და საქართველოს კანონმდებლობის სხვა აქტებით, აგრეთვე გადასახადების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო აუდიტის ერთიანი მეთოდოლოგიის დამტკიცებამდე აუდიტორული კომპანიები ალტერნატიული აუდიტის ჩატარებისას ხელმძღვანელობენ შესაბამის სფეროში აღიარებული სტანდარტებით.“.

7. 3710 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შემოწმების აქტი დგება 3 ეგზემპლარად ამათგან, აუდიტორი აქტის შედგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში აქტის ერთ პირს გადასცემს გადასახადის გადამხდელს, მეორე პირს წარუდგენს საგადასახადო ორგანოს, მესამე პირი რჩება  აუდიტორს. გადასახადის გადამხდელისთვის აქტის ჩაბარება უნდა დასტურდებოდეს გადასახადის გადამხდელის ხელმოწერით. თუ გადასახადის გადამხდელი უარს განაცხადებს აქტის ჩაბარებაზე, აუდიტორის მიერ აქტზე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. ასეთ შემთხვევაში აქტი ჩაბარებულად ითვლება.“.

8. 3711 მუხლის:

 ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ალტერნატიული აუდიტის მიერ გადასახადის გადამხდელისათვის შემოწმების აქტის (მათ შორის, შუალედურ აქტის) წარდგენის შემთხვევაში:

ა) თუ გადასახადის გადამხდელი სრულად აღიარებს შემოწმების შედეგებს, მაშინ იგი შემოწმების აქტის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია განახორციელოს საგადასახადო ანგარიშგება №243 დანართის შესაბამისი განაცხადის საგადასახადო ორგანოში წარდგენით. განაცხადის ფორმა ივსება აუდიტორის მიერ და წარმოადგენს გადასახადების დარიცხვის/შემცირების საფუძველს. განაცხადის ფორმას ხელს აწერენ აუდიტორი და გადასახადის გადამხდელი. გადასახად(ებ)ის თანხის იმ ნაწილზე , რომელიც აღიარებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ, საგადასახადო ჯარიმა არ გავრცელდება;

  ბ) თუ გადასახადის გადამხდელი სრულად ან ნაწილობრივ არ აღიარებს შემოწმების შედეგებს და ითხოვს, მისი პრეტენზია განხილულ იქნეს მედიაციის პროცესზე, ასეთ შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშგება _ №243   დანართი საგადასახადო ორგანოს წარედგინება შემოსავლების სამსახურის მედიაციის პროცესის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. გადასახად(ებ)ის თანხის იმ ნაწილზე, რომელიც აღიარებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ, საგადასახადო ჯარიმა არ გავრცელდება.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი განაცხადის საფუძველზე, საგადასახადო ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შემოწმების აქტით (მათ შორის, შუალედური აქტით) განსაზღვრული გადასახად(ებ)ის დარიცხვის შესახებ. დარიცხული გადასახად(ებ)ის შესახებ გადამხდელს ეგზავნება საგადასახდო მოთხოვნა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ გადასახადის გადამხდელი  დადგენილ  ვადაში  არ განახორციელებს საგადასახადო ანგარიშგებას ან/და არ დაიწყებს მედიაციის პროცესს, აუდიტორი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს მოთხოვნიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა წარმოადგინოს საგადასახადო ანგარიშგება №243 დანართის შესაბამისი განაცხადით. საგადასახადო ორგანო წა მოდგენილი განაცხადის და შემოწმების აქტის (მათ შორის, შუალედური  აქტის) საფუძველზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გადასახადის და სანქციის დარიცხვის შესახებ, რის შესახებაც გადამხდელს ეგზავნება საგადასახადო მოთხოვნა.“.

9. 3712 მუხლი ამოღებულ იქნეს.

10. 3713 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) თუ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება გადასახადის გადამხდელის მიმართ.“;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხელშეკრულების შეწყვეტის  შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი და აუდიტორი ვალდებულნი არიან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა აცნობონ საგადასახადო ორგანოს აღნიშნულის თაობაზე. ამასთან, მხარეები უფლებამოსილნი არიან, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზები აცნობონ საგადასახადო ორგანოს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობის დადგომის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:

ა) თვითონ ჩაატაროს საგადასახადო შემოწმება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საერთო წესის შესაბამისად;

ბ) ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს მისცეს შესაძლებლობა შეარჩიოს ახალი აუდიტორი და გააფორმოს მასთან ხელშეკრულება ამ წესის 376  მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად“;

გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

11. წესის დანართი №242 ამოღებულ იქნეს.

12. წესის დანართი №243 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

„დანართი №24 3

 

სსიპ – შემოსავლების სამსახურის

აუდიტის დეპარტამენტის უფროსს

 

-------------------------------------------------

გადასახადის გადამხდელის დასახელება                      -------------------------------------------------

გადასახადის გადამხდელის ს/ნ (პ/ნ)                             -------------------------------------------------

აუდიტორის დასახელება                                                 -------------------------------------------------

აუდიტორის ს/ნ (პ/ნ)                                                       -------------------------------------------------

აუდიტორის წარმომადგენლის სახელი, გვარი                        -------------------------------------------------

საკონტაქტო ტელეფონი                                                  -------------------------------------------------

 

განაცხადი

 

ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე

 

შემოსავლების სამსახურის ------------ (თარიღი) ------------ შეტყობინების საფუძველზე ჩატარდა ალტერნატიული საგადასახადო  შემოწმება. ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დამატებით დარიცხული/შემცირებული გადასახადის თანხა შეადგენს ----------------- ლარს, აღნიშნული თანხიდან გადასახადის გადამხდელი აღიარებს ----------------------------- ლარის დარიცხვას/შემცირებას.

 

აუდიტორის ხელმოწერა                                                             --------------------- ---------------

გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა                                  -------------------------- ----------

თარიღი                                                                             ---------------------- --------------


ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების შედეგად დამატებით დარიცხული/შემცირებული თანხების შესახებ

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. გვინდაძე