კომერციული ბანკი „ჭიათურას“ ახლად აღმოჩენილი აქტივის რეალიზაციის თაობაზე

  • Word
კომერციული ბანკი „ჭიათურას“ ახლად აღმოჩენილი აქტივის რეალიზაციის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 954
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 31/07/2012
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
954
31/07/2012
ვებგვერდი, 01/08/2012
კომერციული ბანკი „ჭიათურას“ ახლად აღმოჩენილი აქტივის რეალიზაციის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №954

2012 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

კომერციულ ბანკ „ჭიათურს“ ახლად აღმოჩენილი აქტივის რეალიზაციის თაობაზე

 „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-10 პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის 159 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. განხორციელდეს კომერციულ ბანკ „ჭიათურს“ ახლად აღმოჩენილი აქტივისა და არსებულ ვალდებულებათა დაზუსტება და შემდგომში „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის 159 ბრძანების შესაბამისად სალიკვიდაციო სამუშაოების წარმართვა.

2. აღნიშნული განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, კომერციულ ბანკ „ჭიათურს“ წარმომადგენლად დაინიშნოს როინ ცაციაშვილი (პირადი N 01036002403). გაფორმდეს მასთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულება და მასში განისაზღვროს შრომითი ანაზღაურების ოდენობა.

3. აღნიშნული აქტი დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ბეჭდვით ორგანოში, სებ -ის ვებგვერდზე და წარედგინოს კომერციულ ბანკ „ჭიათურს“ მარეგისტრირებელ ორგანოს სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი აღნიშვნისათვის.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ვიცე -პრეზიდენტი                                        . ნადარაია