დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის N80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 591 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.034.016121 |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №591
2012 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის №80 ბრძანებაში (სსმ, 9, 23/01/2009 წ., სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.034.012.684) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული №5 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2012 წლის 13 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ბ . ახალაია
დანართი №5
სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი
|
თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) |
| დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე | 2560 |
| სამმართველოს უფროსი | 2235 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი | 1645 |
| სამსახურის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი | 1235 |
| განყოფილების უფროსის მოადგილე | 1130 |
| განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი | 1080 |
| უფროსი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი | 1010 |
| ინსპექტორი, წამყვანი სპეციალისტი | 945 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები