დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 424 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/06/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 27, 17/07/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/02/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.010.05.001.000.795 |
საქართველოს კანონი
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტის, საქართველოს საჰაერო დეპარტამენტის, საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის,“ ხოლო სიტყვების „გენერალური ინსპექციის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს კავშირგაბმულობის, ფოსტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2000 წლის 28 ივნისი.
№424-IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები