დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 590 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016120 |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №59 0
2012 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24 -ე მუხლის, აგრეთვე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში (სსმ III, 28.12.2007, №186, მუხ.2092) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის შემდეგ დაემატოს დანართი №11 და დანართი №12.
3. ამოღებულ იქნეს დანართი №2, დანართი №21 , დანართი №4 და დანართი №5.
4. ბრძანებას თანდართული სახით დაემატოს დანართი №231.
მუხლი 2. ბრძანების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3 . ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 13 ივლისიდან.
ბ. ახალაია
დანართი №1
ადმინისტრაცია (ადმინისტრაციის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტისა და საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს III განყოფილების გარდა)
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) |
| ადმინისტრაციის უფროსი | 2715 |
| ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე | 2710 |
| დეპარტამენტის დირექტორი | 2705 |
| დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე | 2540 |
| მთავარი სამმართველოს უფროსი | 2355 |
| მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე | 2235 |
| სამმართველოს უფროსი | 2115 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი | 2000 |
| განყოფილების უფროსი | 1295 |
| რეგიონალური განყოფილების უფროსი | 1250 |
| განყოფილების უფროსის მოადგილე, რეგიონალური განყოფილების უფროსის მოადგილე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი | 1210 |
| უფროსი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი | 1020 |
| ინსპექტორი, წამყვანი სპეციალისტი | 950 |
| უმცროსი ინსპექტორი, სპეციალისტი | 820 |
დანართი №11
ადმინისტრაციის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) |
| დეპარტამენტის დირექტორი | 2705 |
| დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე | 2540 |
| მთავარი სამმართველოს უფროსი | 2355 |
| მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე | 2235 |
| სამმართველოს უფროსი | 2115 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი | 2000 |
| სამსახურის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი | 1295 |
| განყოფილების უფროსის მოადგილე | 1210 |
| ქვეგანყოფილების უფროსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი | 1085 |
| უფროსი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი | 1020 |
| ინსპექტორი, წამყვანი სპეციალისტი | 950 |
| სპეციალისტი | 775 |
| დამხმარე მოსამსახურე (მძღოლი, ტექნიკოსი, მზარეული) | 540 |
| დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი, მუშა-ხელოსანი) | 350 |
დანართი №12
ადმინისტრაციის საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს III განყოფილება
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) |
| განყოფილების უფროსი | 1630 |
| განყოფილების უფროსის მოადგილე | 1480 |
| მთავარი სპეციალისტი | 1165 |
| წამყვანი სპეციალისტი | 985 |
დანართი №231
საგანგებო დავალებათა დეპარტამენტი
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) |
| დეპარტამენტის დირექტორი | 2705 |
| დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე- შტაბის (სამმართველო) უფროსი | 2540 |
| სამმართველოს უფროსი | 2115 |
| განყოფილების უფროსი | 1355 |
| განყოფილების უფროსის მოადგილე | 1190 |
| ქვეგანყოფილების უფროსი | 1095 |
| მთავარი სპეციალისტი | 1085 |
| სერჟანტი, მებრძოლი | 1040 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები