დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვანის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.121.016058 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ვანის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №21 დადგენილებაში ((საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 03.01.2012 წელი,190020020.35.121.016040))შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით:
,, ვანის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შემოსულობები დამტკიცდეს 7558,5 ათასი ლარის მოცულობით (მათ შორის ადგილობრივი შემოსულობები 576,7 ათასი ლარი, გათანაბრებითი ტრანსფერი - 4334.8 ათასი ლარი, მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად - 140.0 ათასი ლარი; ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 იანვრის №55 განკარგულებით რეგიონებში გამოყოფილი განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერი 400.0 ათასი ლარი; ,,საქართველოს რეგიონებში ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის №972 განკარგულებით 1000,0 ათასი ლარი; ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის №162 განკარგულებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერი 707.0 ათასი ლარი; ,,საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 13 ივლისის №13/07/06 განკარგულებით საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები 150,0 ათასი ლარი; ,,საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივლისის №26/07/08 განკარგულებით საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები 200,0 ათასი ლარი;არაფინანსური აქტივების კლებიდან შემოსავალი - 50.0 ათასი ლარი №1 დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
გადასახდელები დამტკიცდეს 7635,9 ათასი ლარის მოცულობით №2 დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
გადასახდელები ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით დამტკიცდეს №3 დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
წინა წლის გამოუყენებელი საბიუჯეტო სახსრების ნაშთი 77.4 ათასი ლარი მიმართული იქნას შემდეგი დანიშნულებით: ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №201 განკარგულებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხებიდან აუთვისებელი 2,8 ათასი ლარი მიმართული იქნას იგივე დანიშნულებით, კერძოდ, გზების მშენებლობისათვის 1,8 ათასი ლარი. წყლის სისტემის რეაბილიტაციისათვის 0,6 ათასი ლარი,ურბანული ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის (მგზავრთა მოსაცდელების მშენებლობა) 0,4 ათასი ლარი, 24.4 ათასი ლარი-კრედიტორული დავალიანების დასაფინანსებლად, 50,2 ათასი ლარი მიმდინარე წლის ხარჯების დასაფინანსებლად.“. |
| მუხლი 5 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით კაკაბაძემ. |
| მუხლი 6 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
|
ვანის მუნიციპალიტეტის შემოსულობები |
|
|
ვანის მუნიციპალიტეტის გადასახდელები |
|
|
ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები