დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივლისის №454 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 646 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 30/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/07/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010210040.08.002.016589 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №646
2012 წლის 30 ივ ლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივლისის №454 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივლისის №454 ბრძანებულებაში (სსმ III, 2007 წ., №107, მუხ. 1194) შეტანილ იქნეს დამატებები და ბრძანებულების პირველი პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვის (ციფრის): „ 46 ერთეულით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები (ციფრი): „(გარდა სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, სადაც ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 47 ერთეულით)“;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ №2 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა:
სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე, შესაბამისად, ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა შეადგენს 47 ერთეულს.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები