„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 8-33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი
მიღების თარიღი 27/07/2012
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 05/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 330060000.36.101.016120
  • Word
8-33
27/07/2012
ვებგვერდი, 31/07/2012
330060000.36.101.016120
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №8-33

2012 წლის 27 ივლისი

 ქ. თბილისი

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:გა ადაწყვიტა:

1.  შევიდეს ცვლილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებით (სსმ, 29.12.2010, №70) დამტკიცებულ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესში (შემდგომში წესი) და პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. წინამდებარე წესის მიზნებისთვის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში,  ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციის და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების თხოვნით, გამგეობისთვის  მიმართვისას, განცხადებაზე ხელის მოწერის უფლება აქვთ კანონიერ მოსარგებლეებს, ასევე „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ბინით მოსარგებლეს, თუ ამ ბინის მესაკუთრის ადგილსამყოფელი დაუდგენელია ან/და იგი მონაწილეობას არ იღებს გადაწყვეტილების მიღებაში.”.

2 . გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოვეყნების დღიდან .

საკრებულოს თავმჯდომარე                                ზ.  სამადაშვილი