„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 131
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 040200010.22.027.016342
131
30/07/2012
ვებგვერდი, 30/07/2012
040200010.22.027.016342
„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №131

2012 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში (სსმ III, 15.05.2006წ., №65, მუხ. 837) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად,“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-2–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპეციალური სარიტუალო მომსახურება წარმოადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქორწინების სახლების, სიღნაღის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხარაგაულის, სამტრედიის, თერჯოლის, ვანისა და გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურების კომპეტენციას.

3. სპეციალური სარიტუალო მომსახურების ჩატარებას უზრუნველყოფს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

4. დასაქორწინებელმა პირებმა, რომელთაც სურთ სპეციალური სარიტუალო მომსახურება, უნდა მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ქორწინების სახლს ან უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს და აღნიშნულის თაობაზე მიუთითონ ქორწინების რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში. განცხადებასთან და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელ დოკუმენტებთან ერთად დაქორწინების მსურველმა პირება უნდა წარადგინონ ქორწინების სპეციალური სარიტუალო მომსახურებით რეგისტრაციისათვის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

5. სპეციალური სარიტუალო მომსახურების თაობაზე დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქორწინების სახლი ან შესაბამისი სამსახური ვალდებულია გააცნოს განმცხადებელს ამ ბრძანებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული რიტუალის წესი და პირობები, უზრუნველყოს რიტუალის სათანადოდ ჩატარება.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სპეციალურ სარიტუალო მომსახურებაში შემავალი საკითხები განისაზღვრება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი