„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა), საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2010 წლის 11 ივნისის №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი
მიღების თარიღი 30/07/2012
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მერის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 310060000.52.101.016061
  • Word
19
30/07/2012
ვებგვერდი, 31/07/2012
310060000.52.101.016061
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა), საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2010 წლის 11 ივნისის №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი

ქალაქ თბილისის მერი

ბრძანება 19

2012 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3  კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა), საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2010 წლის 11 ივნისის №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი 242-ე მუხლის მე-5 ნაწილი შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3  კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა), საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2010 წლის 11 ივნისის №13 ბრძანები (სსმ III, 22 .06.2010 წ., №73, მუხ. 1071) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31  მუხლი:

მუხლი 31 . ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შინაარსი და მისი შევსება

1. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი წარმოადგენს საჯარიმო ქვითრის ფორმას, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი არ არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა.

3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს თანამშრომელი ელექტრონულად და იგი ფიქსირდება შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანი ს” ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს.

4. მგზავრი ვალდებულია შეინახოს ბილეთი მგზავრობის დამთავრებამდე და წარუდგინოს ის თანამშრომელს მოთხოვნისთანავე. თანამშრომელი უფლებამოსილია მგზავრს სამგზავრო ბილეთის წარდგენა მოსთხოვოს ავტობუსში , ან მგზავრის ავტობუსიდან ჩამოსვლისას. თუ მგზავრმა მოთხოვნისთანავე ვერ წარმოადგინა სამგზავრო ბილეთი და მას აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები, ან არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, თანამშრომელი უფლებამოსილია სამართალდამრღვევი ჩამოიყვანოს ავტობუსის გაჩერებაზე და შეავსოს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.

5. თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემვსებმა თანამშრომელმა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ, თანამშრომელი ავსებს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს.

6 . ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში (დანართი 5) შეიტა ნება:

ა) პირველ პუნქტში – შედგენის თარიღი;

ბ) მე-2 პუნქტში – შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი;

გ) მე-3 პუნქტში – სამართალდამრღვევის პირადი , სახელი და გვარი , რეგისტრაციის მისამართი და სხვა ;

დ) მე-4 პუნქტში – სამართალდარღვევის ჩადენის: ადგილი, დრო, ავტობუსის მარშრუტის , ავტობუსის სახელმწიფო , არსი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3  კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა;

ე) მე-5 პუნქტში – პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით;

ვ) მე-6 პუნქტში – ჯარიმის ოდენობა 5 (ხუთი) ლარი;

ზ) მე-7 პუნქტში – საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300773255;

თ) მე-8 პუნქტში – მოწმე ან სხვა მონაწილე, სტატუსი/ხელმოწერა ;

ი) მე-9 პუნქტში – სამართალდამრღვევის ხელმოწერა/უარი ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე;

კ) მე-10 პუნქტში – შემდგენის ხელმოწერა;

) მე-11 პუნქტში – შენიშვნა.

7. თუ სამართალდამრღვევი უარს ამბობს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საჯარიმო ქვითრის შემდგენის მიერ. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

8. თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მიღებაზე, თანამშრომელი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში, რის შემდეგაც ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ითვლება ჩაბარებულად.

9. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი, ხოლო არასწორად შედგენილი საჯარიმო ქვითარი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც თანამშრომელი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს სამართალსუბიექტის უფლებამოსილ პირს.

 10. სამართალსუბიექტი, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. ”.

2. წესს დაემატოს დანართი 5 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერის პირველი

მოადგილე (ვიცე-მერი) დ. ნინიძე

დანართი 5

ელექტრონული საჯარიმო ქვითარი

№ 000000

1. შედგენის თარიღი

2. შემდგენის თანამდებობა

სახელი და გვარი

3. სამართალდამრღვევის პირადი №

სახელი და გვარი

რეგისტრაციის მისამართი

და სხვა

4. სამართალდარღვევის ჩადენის:

ადგილი

დრო

ავტობუსის მარშრუტის №

ავტობუსის სახელმწიფო №

არსი ადგილობრივი საქალაო რეგულარული სამგზავრო

გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა

5. პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის

განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ

 სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის

"ა" ქვეპუნქტით

6. ჯარიმის ოდენობა 5 (ხუთი) ლარი

7.საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300773255

8. მოწმე ან სხვა მონაწილე

სტატუსი/ხემოწერა

9. სამართალდამრღვევის ხელმოწერა

უარი ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე

10. შემდგენის ხელმოწერა

11. შენიშვნა

 ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:

 ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება).

 მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ.

 ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 50 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.