დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ტექსტის მიღების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 12 ივლისის №489 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 644 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 30/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480140000.08.002.016587 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №644
2012 წლის 30 ივ ლისი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ტექსტის მიღების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 12 ივლისის №489 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ტექსტის მიღების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 12 ივლისის №489 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №84, მუხ. 1206) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ტექსტის მიღების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს დელეგაციას (შემდეგში – დელეგაცია) შემდეგი შემადგენლობით:
თორნიკე გორდაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დელეგაციის ხელმძღვანელი, დელეგაციის I სამუშაო ჯგუფის თანაკოორდინატორი
სერგი კაპანაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დელეგაციის I სამუშაო ჯგუფის თანაკოორდინატორი
თეა ახვლედიანი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, დელეგაციის აღმასრულებელი სამდივნოს ხელმძღვანელი
თამარ ბერუჩაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქ ტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი, დელეგაციის IIIა სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის მოადგილე
თინა ბურჯალიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, დელეგაციის II სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის მოადგილე
კონსტანტინე კინწურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, დელეგაციის IIIა სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი
მიხეილ ჯანელიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, დელეგაციის IIIბ სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის მოადგილე
ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დელეგაციის II სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი
თამარ კოვზირიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, დელეგაციის IV სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი
ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, დელეგაციის IIIბ სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი, IV სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის მოადგილე
არჩილ ყარაულაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტუ რებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები