დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჩხერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.130.016057 |
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2012 წლის 27 ივლისი
ქ. საჩხერე
„საჩხერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ,
მუხლი 1 . „საჩხერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №13 დადგენილებაში (სსმ, 13.05.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ორმოცდაათ პროცენტზე მეტი მუნიციპალური წილის მქონე საწარმოებმა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ დაფუძნებულმა არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირებმა მათ საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას ისარგებლონ ამ დადგენილებით დადგენილი ნორმების შესაბამისად.“ .
მუხლი 2. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ . აბჟანდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები