დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ ქალაქ თბილისის №68 საჯარო სკოლის და სსიპ ქალაქ თბილისის №20 საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 148/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016414 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1 48/ნ
2012 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
სსიპ – ქალაქ თბილისის №68 საჯარო სკოლის და სსიპ – ქალაქ თბილისის №20 საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების’’ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის №68 საჯარო სკოლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის №20 საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის №68 საჯარო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ქალაქ თბილისის №20 საჯარო სკოლასთან მიერთების გზით 2012 წლის პირველ აგვისტომდე.
2. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხ. 1233, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.724) მე-2 დანართიდან ამოღებულ იქნეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების 21-ე გრაფა;
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება,
4. ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე,
5. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის პირველი აგვისტოდან.
ხ . დეკანოიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები