დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 147/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016413 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1 47/ნ
2012 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებით (სსმ III, 13.02.2007 წ., №20, მუხ. 229 , სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.972) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ქვეპუნქტი:
,,ი) ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების განხორციელება;“
ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ2“, ,,ლ3“, ,,ლ4“ და ,,ლ5“ ქვეპუნქტები:
,,ლ2) განსაზღვრავს ეროვნული შეფასების ამოცანებსა და მიზნებს, შეიმუშავებს ეროვნული შეფასების სისტემის ძირითად მიმართულებებს, შეფასების სფეროს განვითარების მიზნით , ატარებს შესაბამის კვლევებს;
ლ3) ატარებს მოსწავლეთა და სტუდენტთა მიღწევების ეროვნულ და საერთაშორისო შეფასებებს, აგროვებს მონაცემებს, ახორციელებს მათ ანალიზს და ამზადებს ანგარიშს, შეიმუშავებს საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს;
ლ4) ახორციელებს ეროვნული შეფასების პროცესის დაგეგმვას, მართვას და ადმინისტრირებას;
ლ5) ამყარებს ურთიერთობებს შეფასების საერთაშორისო ცენტრებთან, დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ახორციელებს შეფასების სფეროში მიმდინარე პროექტების კოორდინაციას;“ .
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . დეკანოიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები