„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 234
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 26/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 15/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.025.016086
  • Word
234
26/07/2012
ვებგვერდი, 31/07/2012
360160000.22.025.016086
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №234

2012 წლის 26 ივლისი

. თბილისი

„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის 96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1. „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებით (სსმ , 18.03.2011წ., ვებგვერდი 10318015) დამტკიცებულ „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებში და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკურ რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

12. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში რაიმე შესწორების შეტანა დაუშვებელია. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის (შეუვსებელი ან შევსებული ფორმის) დაზიანების ან ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის შევსებისას შეცდომის დაშვების ან დოკუმენტის შევსებულ (ხელმოწერილ) ფორმაში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირი უფლებამოსილია განახორციელოს 31 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები.

2. III თავს დაემატოს შემდეგი შინაარსი 31 მუხლი:

     „მუხლი 31. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის დაზიანების მისი შევსებისას დაშვებული შეცდომის ან შევსებულ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში შეცდომის აღმოჩენისას განსახორციელებელი ღონისძიებები

1. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შეუვსებელი ფორმის დაზიანების ან ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსებისას დაშვებული შეცდომის დროს ან იმ შემთხვევაში , თუ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმა შევსებულია (ხელმოწერილია) და შეცდომა აღმოჩენილ იქნა ხე-ტყის ტყიდან ტრანსპორტირების დაწყებამდე, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსების უფლებამოსილების მქონე პირი უფლებამოსილია გამოწეროს ხე-ტყის წარმოშობის ახალი დოკუმენტი.

2. იმ შემთხვევაში , თუ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში შეცდომა აღმოჩენილ იქნა ხე-ტყის ტყიდან ტრანსპორტირების შემდგომ, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაუქმების და ახალი დოკუმენტის გამოცემის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ტყის მართვის შესაბამის ორგანოს, რომლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის ახალი დოკუმენტის გამოწერა არ ათავისუფლებს ხე-ტყით მოსარგებლეს (ლიცენზიანტს ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელს) კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით გაუქმებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი უნდა გადაიხაზოს ჯვარედინად და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაუქმების მიზეზის მითითებით მე-3 მუხლის მე-9 ან მე-10 პუნქტით დადგენილ ვადებში ჩაბარდეს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამის ორგანოს.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახალი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმა ივსება იმავე წესით, რომელიც დადგენილია ამ თავით, გარდა ამ პუნქტით დადგენილი გამონაკლისებისა, კერძოდ:

ა) მე-2 რეკვიზიტში კეთდება მითითება ძველი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტზე, რომლის გაუქმების საფუძველზეც ხორციელდება ახალი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამოწერა;

ბ) მე-6 და მე-8 რეკვიზიტი ივსება მხოლოდ იმ შემხთვევაში , თუ ტყითმოსარგებლეს სურს ხე-ტყის ტრანსპორტირება, სხვა შემთხვევაში მე-6 და მე-8 რეკვიზიტები გადაიხაზება – Z-ით..

3. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის რეკვიზიტებში ასახული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს, გარდა მე-7 რეკვიზიტში „დანიშნულების ადგილში“ მისათითებელი ინფორმაციისა, რომლის შევსებაც (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) არ არის სავალდებულო და აღნიშნული რეკვიზიტი გადაიხაზება – Z-ით.“.

4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ხემცენარეებიდან მიღებული მორის რაოდენობა, თითოეული მორის – ჯიში (სახეობა), მორის სიგრძე, მორის დიამეტრი წვრილი ბოლოდან, ხოლო ხემცენარეების (მათ შორის მწვანე ნარგავების) შემთხვევაში: მათი ჯიში (სახეობა), რაოდენობა, გარდა ქ. თბილისის ტერიტორიაზე მოპოვებულ ხე მცენარეებისა, როდესაც უნდა მიეთითოს დაინტერესებული პირის რეკვიზიტები, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (საკადასტრო კოდი) მისი არსებობის შემთხვევაში, მწვანე ნარგაობის სახეობა, ხემცენარეების დიამეტრი, რომელიც იზომება ფესვის ყელიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის პირველი მოადგილე

(მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი) მ. ვალიშვილი