„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 16 აგვისტოს №635 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 16 აგვისტოს №635 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 647
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 27/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 15/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.026.016138
  • Word
647
27/07/2012
ვებგვერდი, 27/07/2012
010240030.22.026.016138
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 16 აგვისტოს №635 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №647

2012 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

,, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 16 აგვისტოს №635 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 16 აგვისტოს №635 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110817021, 17/08/2011) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს ცვლილება და დებულების:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი წარწერით – „ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტი ქართულ ენაზე, საქართველოს გერბის გამოსახულებით.“.

2. მე-6 მუხლის ,,პ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.”.

4. მე-8 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) დეპარტამენტის თანამშრომლებზე ფუნქციების გადანაწილებისა და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უფლებამოსილების მინიჭების მიზნით, განსაზღვრავს დეპარტამენტის მოსამსახურეების უფლება- მოვალეობებს, აძლევს მათ შესასრულებლად სავალდებულო მითითებებსა და დავალებებს;”.

5. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.”.

6. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი