დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 303 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.016979 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №303
2012 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემ ბრის №249 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1714) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე -4 მუხლის მე -2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრი.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ -მინისტრი ი . მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები