დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 639 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 27/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.08.002.016582 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №639
2012 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ, III ნაწ., 2004 წ., №38, მუხ. №308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი მუხლის მე-6 პუნქტში სიტყვების: „ანგარიშსწორების ანგარიში,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „სახაზინო კოდი,“;
ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის:
ბ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ზედამხედველობს მათ შესრულებას;“;
ბ.ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) უფლებამოსილია მინისტრის პირველ მოადგილეს და/ან მოადგილეებს, აგრეთვე სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს მიანიჭოს ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელების უფლება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;“;
გ) მე-5 მუხლის:
გ.ა) პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ.ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ.ი“ ქვეპუნქტი:
„გ.ი) სამოქალაქო ოფისის რეფორმების კოორდინაციის სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციებია:
გ.ი.ა) წინადადებების მომზადება:
გ.ი.ა.ა) სამინისტროს სამოქალაქო ოფისში მიმდინარე რეფორმების პროცესის მხარდაჭერის საკითხებზე;
გ.ი.ა.ბ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების, მათი სამუშაო პროცესისა და პროცედურების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით;
გ.ი.ბ) რეკომენდაციების შემუშავება:
გ.ი.ბ.ა) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საქმიანობის ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით;
გ.ი.ბ.ბ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მართვისა და დაგეგმვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.“;
გ.გ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს ადმინისტრაცია, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით, აგრეთვე განსაზღვრავს ოფისის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ მატერიალურ რესურსებს.“;
გ.დ) მე-4 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები