დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.153.016121 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37
2012 წლის 25 ივლისი
ქ. მცხეთა
„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 ივლისის № 30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 ივლისის №30 დადგენილებაში (010260020.35.153.016114, 09.07.2012) და დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე“.
2. ამოღებულ იქნეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 ივლისის №30 დადგენილების დანართი №1-ით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის 4.1 პუქტი.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
4. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში , მის: მცხეთა, სამხედროს ქ. №17 .
საკრებულოს თავმჯდომარე ა . კალანდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები