„დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №358 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №358 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 299
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 010080000.10.003.016963
  • Word
299
26/07/2012
ვებგვერდი, 27/07/2012
010080000.10.003.016963
„დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №358 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №29 9

2012 წლის 2 6 ივლისი

ქ. თბილისი

დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის 358 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №358 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/09/2011, 010080000.10.003.016518) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლის მე‑2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;“.

2. მე‑2 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს მოსახლეობის მისამართების დაზუსტებას დადგენილ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებულ რეესტრში ასახულ დამისამართების ობიექტებზე (გარდა იმ მოქმედებებისა, რომლებიც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებას).“;

ბ) მე‑4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანოების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ახდენენ დამისამართების ობიექტთა სახელდებასა და ნუმერაციას და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარუდგენენ შესაბამის ინფორმაციას მოსახლეობის მისამართების დასაზუსტებლად.“.

3. მე‑3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დადგენილების ამოქმედებიდან 15 დღის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება დამისამართების საკითხთა საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები. საბჭოში წარმოდგენილი უნდა იყვნენ თანაბარი რაოდენობის წევრები თითოეული უფლებამოსილი ორგანოდან.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                           . მერაბიშვილი