„2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 291
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016965
  • Word
291
26/07/2012
ვებგვერდი, 27/07/2012
470230000.10.003.016965
„2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №29 1

2012 წლის 2 6 ივლისი

ქ. თბილისი

„2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართვე­ლოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,16/03/2012, 470230000.10.003.016765) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული:

1. „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგ­რა­მე­ბის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყა­ლიბ­დეს შემ­დეგი რედაქციით:

 „დ) პიროვნების დამადასტურებელი მონაცემები არ ემთხვევა სა­ქარ­თველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქ­მე­დი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემ­დგომ­ში – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მონაცე­მებს.“.

2. „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრა­მების“ №6 დანართის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

„4. მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებისას არაიდენ­ტიფიცირებულ პაციენტთან (პაციენტი, რომელსაც არ აქვს პირადობის მოწმობა) დაკავშირებით მიმწოდებელი ვალდებუ­ლია განმახორციელე­ბელ­თან წარადგინოს სსიპ – სახელმწიფო სერვი­სების განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაცია პაციენტის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით ან სასამართლო გადაწყვეტილება პაციენტის დაწესებუ­ლებაში არანებაყოფლობით მოთავსების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის იდენტიფიცირებას ვერ ახერხებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, დაწესებულება ვალ­დებულია განმახორციე­ლე­ბელთან წარადგინოს კანონით გათვა­ლის­წინებული პროცედურების განხორციელების დამადასტურებელი დო­კუმენტაცია კონკრეტულ არა­ი­დენ­ტიფიცირებულ პაციენტთან და­კავ­შირებით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი             . მერაბიშვილი