„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 289
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 200230110.10.003.016962
  • Word
289
25/07/2012
ვებგვერდი, 27/07/2012
200230110.10.003.016962
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №289

2012 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/12/2011, 200230110.10.003.016633) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხი­ლ­ველი ორგანოების რეგლამენტის“:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისათვის არასასურ­ველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.“.

3. №3 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ი . მერაბიშვილი

„დანართი №3

 

განმეორებით შემოწმებაზე თანხმობა

 

მომჩივნის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის

თანხმობის ფორმა

 

მე, ქვემოთ ხელმომწერი პირი,

 

__________________________________________________________________________________

(სახელი, გვარი, პირადი ნომერი)

 

თანახმა ვარ №_____________ საჩივარში წამოჭრილი სადავო საკითხის განმეორებით განხილვისა და შესწავლის უზრუნველსაყოფად, მოსამართლის ბრძანების გარეშე ჩატარდეს

 

მომჩივნის _______________________________________________________________________

                   (სახელწოდება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ან პირადი ნომერი)

 

საგადასახადო შემოწმება.

 

თარიღი: 20__ წლის _________________

 

ხელმოწერა: ________________________“.