დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 287 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 26/07/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/07/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016420 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №287
2012 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011) დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 112. გარდამავალი დებულებები
1. 2012 წლის 1 აპრილიდან, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდებისას (გარდა ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), პირი ვალდებულია გამოიყენოს ამ ინსტრუქციის 251 მუხლის შესაბამისად შევსებული №II-012 დანართის შესაბამისი სასაქონლო ზედნადები.
2. ამ ინსტრუქციის 39-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ჯამურად 2012 წლის იანვარი-მაისის თვეების საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი უნდა იქნეს 2012 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით, 2012 წლის ივნისის თვის ინფორმაციის დაზუსტებული ფორმით.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . გვინდაძე
დოკუმენტის კომენტარები