დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სენაკის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.108.016104 |
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2012 წლის 23 ივლის ი
ქ. სენაკი
„სენაკის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ,
1. სენაკის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №56 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 04/01/2012წ. სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.108.016076) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ა(ა)იპ „სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებაში ” ფასიანი სწავლების ჯგუფში, კერძოდ – გამაჯანსაღებელ და სპორტულ ჯგუფში ერთ ბავშვზე ყოველთვიურად მშობლის შენატანი განისაზღვროს 10 (ათი) ლარით.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ნარმანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები