„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 287
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2012
ძალაში შესვლის თარიღი 24/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.016960
  • Word
287
25/07/2012
ვებგვერდი, 25/07/2012
010240010.10.003.016960
„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №287

2012 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, მუხლი 624) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-4 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს მთავრობის წევრების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისსახელმწიფო რწმუნებულებისგუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა მიერ საკუთარი უფლებამოსილებების კეთილსინდისიერად განხორციელებისა და დასახული ამოცანების წარმატებით შესრულებისათვის გამოიყენოს მათი წახალისების სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, პრემირება. აღნიშნულის თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება.“.

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 24 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრი                                   ი .მერაბიშვილი