საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

  • Word
საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 286
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 310150000.10.003.016959
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
286
25/07/2012
ვებგვერდი, 25/07/2012
310150000.10.003.016959
საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (25/07/2012 - 27/07/2012)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №286

2012 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

მუხლი 1. საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-40 მუხლების შესაბამისად:

1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 30-ე პუნქტითა და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა (რომელიც უცხო ქვეყნის გადამზიდველს უფლებას აძლევს, კვოტის ზემოთ განახორციელოს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე დატვირთვის უფლების გარეშე) გაიცეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ, ამ დადგენილებით დამტკიცებული თანდართული ფორმით.

2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 29-ე, 30-ე და 31-ე პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვების გაცემის უფლებამოსილება განესაზღვროს აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს.

3. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვების გაცემა შემოსავლების სამსახურმა განახორციელოს „საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის, აქართველოს ტერიტორიიდან აერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 21 დეკემბრის 1-1/2679 ბრძანები დანართებით დადგენილი შესაბამისი ფორმებ ით.

4. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გაცემისათვის მომსახურების საფასური განისაზღვროს 70 ლარის ოდენობით, რომელიც ჩაირიცხება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ანგარიშზე.

 5. შემოსავლების სამსახურის მიერ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გაცემისათვის საფასურის ოდენობა განისაზღვროს „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებით შესაბამისი ნებართვისთვის დადგენილი ოდენობით, რომელიც ჩაირიცხება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ანგარიშზე.

6.    დამტკიცდეს  საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (კვოტის ზემოთ) სანებართვო მოწმობის თანდართული ფორმა.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი ი . მერაბიშვილი

 

 

 

 

საქართველოსა და              შორის უკუმიმართულებით გზობის უფლებით,

დატვირთვის უფლების გარეშე

Authorized back journey,

Between Georgia and            no loading to back direction

გადამზიდველის სახელწოდება და მისამართი

Name and addressof carrier

სახელმწიფო სანომრე ნიშანი

State register plates

ავტომობილი/საწევარი Motorvehicle/Tractor

მისაბმელი/ნახევარმისაბმელი Trailer/Semi-trailer

ტვირთის დასახელება Nature of goods

ტვირთის წონა Weight of goods

კვოტირებული ოდენობის ზემოთ Over quota amount


საერთო მითითებები

 

ნებართვა თანუნდა ახლდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებას , ქმედითია მხოლოდ მასში აღნიშნული გადამზიდველის და რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის შესრულებისას ქვეყნის შიდა და საქართველოდან გადაზიდვის უფლების გარეშე . ნებართვა წარედგინება უფლებამოსილ მაკონტროლებელ პირს მოთხოვნისთანავე . ნებართვის გადაცემა გამოსაყენებლად სხვა პირისათვის დაუშვებელია.

General condition

This authorization must be carried on the vehicle and be produced at the request ofany authorized inspecting officer. It authorizes only for international carriage of goods. It is not valid for national transport and from territory of Georgia. It is not transferable.

 

 

 

 

 

გაცემის თარიღი Date of issue

 

 

 

 

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა

Signature of the authority

 

 

 

ბეჭედი

stamp