დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 173 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/07/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.22.030.016059 |
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №173
2012 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
,,საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებით (ვებგვერდი, 17/10/2011წ.) დამტკიცებულ ი წესის მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,11. ადგილსამყოფელი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ვაშაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები