„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის №1-1/842 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-1/1555
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 24/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 330010040.22.024.016195
  • Word
1-1/1555
24/07/2012
ვებგვერდი, 27/07/2012
330010040.22.024.016195
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის №1-1/842 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის №1-1/842 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/15 55

2012 წლის 2 4 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის №1-1/842 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის №1-1/842 ბრძანებით (სსმ III , 25.05.2010, №59, მუხ. 896 , სარეგისტრაციო კოდი : 330.010.040.22.024.014.669) დამტკიცებულ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მშენებლობის შემთანხმებელი ორგანოები – სსდ „ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია“ (შემდგომში – ინსპექცია), ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.“

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) “ბ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ შემთხვევაში, როდესაც დამკვეთს წარმოადგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „საავტომობილო გზების დეპარტამენტი“ (შემდგომში საავტომობილო გზების დეპარტამენტი), გზების ან მათზე განთავსებული საინჟინრო ნაგებობების (ხიდი, გვირაბი და სხვა) საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანისას, რომლებზეც გაცემულია შეთანხმება მშენებლობაზე და რაც არ არის დაკავშირებული გზის კონფიგურაციის მნიშვნელოვან ცვლილებასთან (არ სცილდება პროექტით დადგენილ განთვისების ზოლის ფარგლებს) ან ახალი რთული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობასთან (ხიდი, ესტაკადა, გვირაბი და სხვა), ამ შემთხვევაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი შემთანხმებელ ორგანოში წარადგენს სათანადო წერილობით ინფორმაციას, რასაც თან უნდა დაერთოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დამოწმებული შეცვლილი საპროექტო დოკუმენტაცია (2 ეგზ.) და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკური საბჭოს დადებითი დასკვნა (2 ეგზ.), რაც წარმოადგენს საშემთანხმებლო დოკუმენტაციის განუყოფელ ნაწილს, ხოლო შემთანხმებელი ორგანო საავტომობილო გზების დეპარტამენტს წერილობით აცნობებს წარმოდგენილი მასალების მიღების თაობაზე.“

4. მე-5 მუხლს დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„51. იმ შემთხვევაში, როდესაც დამკვეთს წარმოადგენს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მშენებლობის თაობაზე შეთანხმების მისაღებად შემჭიდროვებულ ვადებში ვერ ხორციელდება სამშენებლო მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების მესაკუთრეთა იდენტიფიცირება, ამ ნაკვეთის/ნაკვეთების სტატუსის შეცვლა და რეგისტრაცია, აგრეთვე სხვა საჭირო გარემოებათა დაზუსტება, მასზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, თუ მშენებლობის განმახორციელებლის შესაბამისი მომართვის საფუძველზე წარმოდგენილი იქნება სამშენებლოდ გამოსაყენებელი ხაზობრივი ნაგებობის ტრასის კოორდინატები. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის შეთანხმების პირობებში განისაზღვრება მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენის ვადა. მშენებლობის განმახორციელებელს შეუძლია დაიწყოს სათანადო სამშენებლო სამუშაოები იმ მიწის ნაკვეთზე ან ნაკვეთებზე, რომლებზეც წარადგენს ზემოაღნიშნულ საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელ საბუთს.“

5. მე-6 მუხლის მე-3 - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მშენებლობის ეტაპების დასრულებაზე და შეთანხმების პირობების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს ინსპექცია, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაცემულ შეთანხმების პირობების შესრულებაზე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

4. თუ წარმოებული სამშენებლო სამუშაოები არ შეესაბამება მშენებლობის შეთანხმების პირობებს, ინსპექციის წარმომადგენელი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შესაბამის სამინისტროს ან საქვეუწყებო დაწესებულებას უგზავნის სარეკომენდაციო ხასიათის წერილს დარღვევის გამოსწორების მიზნით, რის შემდეგაც აღნიშნული დარღვევის გამოსწორების ვალდებულება ეკისრება შესაბამის სამინისტროს ან საქვეუწყებო დაწესებულებას.“

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ქობალია