„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 281
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016418
  • Word
281
25/07/2012
ვებგვერდი, 30/07/2012
200090000.22.033.016418
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №281

2012 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, 172, მუხლი 2552) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

,,5. შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღა არ გავრცელდეს იმ საბანკო ანგარიშზე, სადაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“, ,,სოციალური დახმარების შესახებ“ და ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამის პირთა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფის მიზნით.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საბანკო დაწესებულება ვალდებულია საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღა არ გაავრცელოს იმ საბანკო ანგარიშებზე, სადაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“, ,,სოციალური დახმარების შესახებ“ და ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამის პირთა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფის მიზნით.“.

2. 57-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,21. შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, საინკასო დავალება არ გავრცელდეს იმ საბანკო ანგარიშებზე, სადაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“, ,,სოციალური დახმარების შესახებ“ და ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამის პირთა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფის მიზნით.“.

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საბანკო დაწესებულება ვალდებულია უპირობოდ შეასრულოს საგადასახადო ორგანოს საინკ ასო დავალება. ამასთან, საბანკო დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საინკასო დავალება არ გაავრცელოს იმ საბანკო ანგარიშებზე, სადაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“, ,,სოციალური დახმარების შესახებ“ და ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამის პირთა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფის მიზნით.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. გვინდაძე