დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 285 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/07/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 25/07/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.10.003.016958 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/07/2012 - 13/12/2012)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №285
2012 წლის 25 ივლისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
მუხლი 1 . „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით:
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პრივატიზებისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პრივატიზების საკითხს საქართველოს პრეზიდენტთან წარდგინებამდე წინასწარ უთანხმებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გარდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევებისა.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საკითხის შემდგომ მსვლელობას ახორციელებს მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმობით.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 25 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები