დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 626 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 24/07/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/07/2012 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 22/05/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 010340000.08.002.016580 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №626
2012 წლის 24 ივ ლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების №1 დანართი ს „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) საქართველოს მთავრობის კანცელარიის დეპარტამენტის უფროსებსა და მათ მოადგილეებს, სამსახურის უფროსებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსსა და მის მოადგილეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლებს, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს – საპარლამენტო მდივნის სამსახურის უფროსს, ქალაქ ქუთაისის საქართველოს მთავრობის სახლის ადმინისტრაციის უფროსს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის პროტოკოლის სამსახურის მოხელეებს;“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები