განჩინება შპს „ოქროს საწმისი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
განჩინება შპს „ოქროს საწმისი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/496-09
დოკუმენტის მიმღები ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მიღების თარიღი 18/07/2012
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/496-09
18/07/2012
ვებგვერდი, 25/07/2012
განჩინება შპს „ოქროს საწმისი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
ზესტაფონის რაიონული სასამართლო

  გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

  საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2012 წლის  18 ივლისი             

ქ. ზესტაფონი

 ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ნიკურაძემ განიხილა შპს ,,ოქროს საწმისის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია შპს ,,ოქროს საწმისის’’ გაკოტრების საქმე.

ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მმართეს მოქალაქეებმა და ითხოვეს შპს ,,ოქროს საწმისის’’ კრედიტორებად აღიარება.

აღნიშნულიდან გამომდინარე , სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს შ.პ.ს. ,,ოქროს საწმისის’’ კრედიტორთა კრება.

სასამართლომ იხელმძღვანელა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27 -ე, სსკ-ის 284-, 285- მუხლებით და

:

1. მოწვეული იქნეს შპს ,,ოქროს საწმისის’’ კრედიტორთა კრება 2012 წლის 27 ივლისს 13 :00 საათზე .

2. კრედიტორთა კრება შედგება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს შენობაში (ქალაქი ზესტაფონი, წერეთლის ქუჩა №7, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).

3. კრებაზე განხილულ იქნ შემდეგი საკითხი:

) კრედიტორად აღიარება.

4 . განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.zestafoni. court. gov. ge .

5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში , ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში (მის. : ქ. ზესტაფონი, წერეთლის №7). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

მოსამართლე :                   შ . ნიკურაძე