“საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
“საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 405
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 13/07/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 22/08/2001
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.04.001.000.786
  • Word
405
28/06/2000
სსმ, 26, 13/07/2000
010.190.020.04.001.000.786
“საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №31-33, მუხ.671) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვების: „და ზემოაღნიშნულ პირობას ვერ აკმაყოფილებენ,“ შემდეგ ჩაემატოს: „გარდა დამოუკიდებლად მონაწილე იმ პარტიებისა, რომლებსაც ამ პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად მოპოვებული აქვთ კომისიის წევრის დანიშვნის უფლება ან შედიან საარჩევნო ბლოკში, რომლის ერთ პარტიას მაინც მოპოვებული აქვს კომისიის წევრის დანიშვნის უფლება,“.

2. 25-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვების: „და ზემოაღნიშნულ პირობას ვერ აკმაყოფილებენ,“ შემდეგ ჩაემატოს: „გარდა დამოუკიდებლად მონაწილე იმ პარტიებისა, რომლებსაც ამ პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად მოპოვებული აქვთ კომისიის წევრის დანიშვნის უფლება ან შედიან საარჩევნო ბლოკში, რომლის ერთ პარტიას მაინც მოპოვებული აქვს კომისიის წევრის დანიშვნის უფლება,“.

3. 57-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 57. ხელახალი არჩევნები ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში და პარლამენტის წევრის ადგილმონაცვლეობის წესი;“.

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არჩევნების ჩაუტარებლად გამოცხადების შემთხვევაში, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად პარლამენტის წევრის აურჩევლობის შემთხვევაში, აგრეთვე ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში იმართება ხელახალი არჩევნები. არჩევნებს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს ოთხი თვისა და იგი ეწყობა ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით. არჩევნების თარიღს, საარჩევნო ღონისძიებათა ჩატარების წესსა და ვადებს განკარგულებით ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია.“;

გ) მე-2 პუნქტში სიტყვები „გამოკლებული პარლამენტის წევრის ნაცვლად“ შეიცვალოს სიტყვით „ხელახალი“.

4. 66-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. 2000 წელს ჩასატარებელ არჩევნებზე გავრცელდეს „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესი.“

5. 72-ე მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. შეუწყდეს უფლებამოსილება საარჩევნო ბლოკის მიერ დანიშნულ კომისიის წევრს, თუ ამ კანონის შესაბამისად კომისიის წევრის დანიშვნის უფლება ბლოკში შემავალ ორ პარტიას მაინც აქვს; სხვა შემთხვევაში ბლოკის მიერ დანიშნული წევრი ჩაითვალოს ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებული პარტიის მიერ დანიშნულ წევრად.“.

II. კომისიის წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტიამ საოლქო  საარჩევნო კომისიის წევრი უნდა დანიშნოს ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 30-ე დღისა.

III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                      ე. შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 28 ივნისი.

№405–IIს