„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 129
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 24/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 20/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 010320030.22.027.016341
  • Word
129
24/07/2012
ვებგვერდი, 24/07/2012
010320030.22.027.016341
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №129

2012 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებით (სსმ III, 08.04.2009 წ., №44, მუხ. 499) დამტკიცებული დებულების დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 3

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურა

1. საქართველოს მთავარი პროკურორი – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი;

2. საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი;

3. საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი;

4. დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

5. უფროსი პროკურორი, განსაკუთრებით მნიშვანელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი – იუსტიციის მრჩეველი;

6. სამმართველოს უფროსის მოადგილე – მთავარი ბუღალტერი, პროკურორი, პროკურორ-კრიმინალისტი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, მრჩეველი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.

ქ. თბილისის პროკურატურა

1. ქ. თბილისის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორის მოადგილე, ქ. თბილისის პროკურორის მოადგილე – ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

2. განყოფილების უფროსი; განყოფილების უფროსის მოადგილე, ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე – იუსტიციის მრჩეველი;

3. პროკურორი, უფროსი გამომძიებელი, კანცელარიის უფროსი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი;

4. მრჩეველი – პირველი კლასის იურისტი.

საოლქო პროკურატურები

1. საოლქო პროკურორი, საოლქო პროკურორის მოადგილე, საგამოძიებო ნაწილის უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

2. განყოფილების უფროსი, უფროსი პროკურორი – იუსტიციის მრჩეველი;

3. პროკურორი, უფროსი გამომძიებელი, კანცელარიის უფროსი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.

შენიშვნა: განსაკუთრებული დამსახურებისათვის, იუსტიციის მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საოლქო პროკურორს შეიძლება მიენიჭოს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება.

რაიონული პროკურატურები

1. რაიონული პროკურორი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

2. რაიონული პროკურორის მოადგილე – იუსტიციის მრჩეველი;

3. პროკურორი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი;

4. კანცელარიის უფროსი – მესამე კლასის იურისტი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე, ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

2. განყოფილების უფროსი, უფროსი პროკურორი – იუსტიციის მრჩეველი;

3. პროკურორი, უფროსი გამომძიებელი, კანცელარიის უფროსი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი;

4. მრჩეველი – პირველი კლასის იურისტი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი. .

მუხლი 2.  ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი