დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 144/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016410 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1 44/ნ
2012 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „ორიენტი“ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – პროფესიულ კოლეჯად „ორიენტი” რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის № 79/ნ ბრძანების მე-2 პუნქტის, ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „ პრესტიჟი “ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – პროფესიულ კოლეჯად „პრესტიჟი” რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №80/ნ ბრძანების მე-2 პუნქტის, ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „იკაროსი “ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – პროფესიულ კოლეჯად „იკაროსი” რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №81/ნ ბრძანების მე-2 პუნქტის, ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „ჰორიზონტი“ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – პროფესიულ კოლეჯად ,,ჰორიზონტი” რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №82/ნ ბრძანების მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „იკაროსი“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №71/ნ ბრძანება;
ბ) ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „ჰორიზონტი“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №77/ნ ბრძანება;
გ) ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „პრესტიჟი“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 მაისის №86/ნ ბრძანება;
დ) ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „ორიენტი“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 მაისის №87/ნ ბრძანება.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . დეკანოიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები