დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 276 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/07/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280090000.10.003.016949 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №276
2012 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად , „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ( სსმ, 2007 წ., მუხ. 35) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის, მისი დანიშვნა‑გაცემის წესისა და პრინციპების“:
1. 41 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-8 მუხლში :
ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21 . საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ადმინისტრირება ამ წესითა და პრინციპებით დადგენილი დებულებების გათვალისწინებით , განხორციელდეს სახელმწიფო პენსიის ან/და სოციალური პაკეტის ადმინისტრირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად .“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6 . ამ წესის მე -5 მუხლის მე -2 პუნქტი გავრცელდეს 2009 წლის 5 ნოემბრამდე საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებ პირებზე , ხოლო 2009 წლის 5 ნოემბრიდან 2012 წლის 1 სექტემბრამდე საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაენიშნებათ:
ა ) ამ წესის მე‑4 მუხლით განსაზღვრულ იმ პირებს , რომლებიც საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის მომენტისათვის კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხულნი იქნებიან სახელმწიფო პენსიის , სახელმწიფო კომპენსაციის ან სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღებ პირებად;
ბ ) ამ წესის მე‑4 მუხლით განსაზღვრულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს , რომლებიც ავადმყოფობის გამო 2010 წლის 1 აპრილამდე თადარიგში დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან , რაც დასტურდება თადარიგში დამთხოვნი დამსაქმებლის მიერ წერილობითი ფორმით . ამასთან , დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს ამ წესის მე‑5 მუხლის მე‑2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები.“;
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. 2012 წლის 1 სექტემბრიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაენიშნებათ ამ წესის მე -4 მუხლით განსაზღვრულ იმ პირებს , რომლებიც საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის მომენტისათვის კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხულნი იქნებიან სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირებად.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან.
პრემიერ -მინისტრი ი . მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები