დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 275 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.033.016414 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №275
2012 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებით (სსმ III, 20.05.2009, №62, მუხლი 694) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. I თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი I. სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი“.
2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:
„მუხლი 21. დეპარტამენტის მრჩეველი
დეპარტამენტის მრჩეველი:
ა) უმაღლესი ეკონომიკური, ფინანსური, ტექნიკური ან იურიდიული განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „გრანტების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
ე) უცხო ენის (ინგლისური/ რუსული) ცოდნა.“.
3. მე-4 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სახელმწიფო ვალის სამმართველო“.
4. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს კანონის „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ ცოდნა;“;
ბ) მე -2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს კანონის „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ ცოდნა;“.
5. მე-10 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „ სახელმწიფო ვალის შესახებ“ , საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს კანონის ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ ცოდნა;“;
ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „ სახელმწიფო ვალის შესახებ“ , საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს კანონის „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ ცოდნა;“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 25 ივლისიდან.
დ . გვინდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები