დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 274 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.033.016413 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №274
2012 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებით (სსმ III, 16.10.2007, №144, მუხლი 1602) დამტკიცებული დანართი №1-ის:
1. 12.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 12.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი
□ სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი
□ იურიდიული დეპარტამენტი
□ ადმინისტრაციული დეპარტამენტი
□ სამინისტროს ბიურო
□ საბიუჯეტო დეპარტამენტი
□ საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტი
□ ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტი
□ შიდა აუდიტის დეპარტამენტი
□ დავების განხილვის სამსახური
□ საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახური
□ სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახური .“.
2. 12.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 12.4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური
□ მომსახურების დეპარტამენტი
□ სახელმწიფო სესხების და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტი
□ ანგარიშსწორების დეპარტამენტი
□ აღრიცხვის მეთოდოლოგიის და ანალიზის დეპარტამენტი
□ ადმინისტრაციული სამმართველო.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 25 ივლისიდან.
დ . გვინდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები