დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 269 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 23/07/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016408 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №269
2012 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2552) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-19 მუხლის:
ა) მე-3 და 31 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაცია/რეგისტრაციიდან მოხსნა, დაზიანების შემთხვევაში ფისკალური მეხსიერებიდან დეტალური ინფორმაციის ამოღება შესაძლებელია განახორციელოს სხვა იურიდიულმა პირმა (შემდგომში – იურიდიული პირი).
31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმება დასაშვებია იურიდიულ პირთან, თუ მას გააჩნია არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება საკონტროლო-სალარო აპარატების ტექნიკური მომსახურების სფეროში. სსა-ს ტექნიკური მომსახურების სფეროში გამოცდილების ამ პუნქტით დადგენილი ვადა არ ვრცელდება GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური სსა-ს რეგისტრაცის/რეგისტრაციიდან მოხსნის განმახორციელებელ იურიდიულ პირებზე.“;
ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის პროცედურების შემდეგ საგადასახადო ორგანო ან იურიდიული პირი განმცხადებელს გადასცემს დარეგისტრირებულ სსა-ს და სარეგისტრაციო ბარათს (დანართი №5), რომელიც პირმა უნდა შეინახოს იმ ობიექტზე, სადაც ხდება მისი ექსპლუატაცია, ხოლო დისტრიბუციის შემთხვევაში, თან უნდა იქონიოს სსა-ის მფლობელმა.“.
2. 191 მუხლი და დანართი №71 ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . გვინდაძე
დოკუმენტის კომენტარები