„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 267
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016406
  • Word
267
23/07/2012
ვებგვერდი, 24/07/2012
200090000.22.033.016406
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №267

2012 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლ ს მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011) დამტკიცებულ ინსტრუქციის:

1. 93-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვას გასცემს შემოსავლების სამსახური.

2. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვების გაცემა დასტურდება №VI-01, №VI-02, №VI-03, №VI-04, №VI-05, №VI-06, №VI-061 დანართების ფორმის შესაბამისი სანებართვო მოწმობის გაცემით.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის №VI-061 დანართი:

„დანართი №VI-061

 

შემოსავლების სამსახური

აზარტული კლუბის მოწყობის

სანებართვო მოწმობა

№ 00–0/0000

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ნებართვის მფლობელის დასახელება/სახელი, გვარი და საიდენტიფიკაციო ნომერი)

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ობიექტის მისამართი)

 

უფლება ეძლევა კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვით მოაწყოს აზარტული

კლუბი .

ნებართვა მოქმედებს 20 –– წლის „ –––” –––––––––––––– ჩათვლით.

ნებართვა გაცემულია შემოსავლების სამსახურის –––––––– 20 –– წლის „ –––” –––––N…..

ბრძანების საფუძველზე.

 

ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას სანებართვო პირობები.

 

შემოსავლების სამსახური კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს

ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე.

 

შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის ------------------------------------

                                                                                             (სახელი, გვარი)

ხელმოწერა                                                                                    ბ.ა.“.

 

2. 95-ე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შემოსავლების სამსახურის მიერ სანებართვო მოწმობა შეიძლება გაიცეს მატერიალური ფორმით (გარდა აზარტული კლუბის მოწყობის სანებართვო მოწმობისა) ან ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.“.

3. 98-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშობის მოწყობისას სამორინეს მაგიდის, კლუბის მაგიდის, სათამაშო აპარატისათვის და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე ელექტრონულად გაცემული ნიშნები, რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის უფლებას თამაშობის მოწყობის ადგილებში სამორინეს მაგიდის, კლუბის მაგიდის, სათამაშო აპარატის დადგმასა და სალაროს მოწყობაზე.“.

4. 99-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. განაცხადში მიეთითება მოქმედი სამორინეს მაგიდის, კლუბის მაგიდის, სათამაშო აპარატის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალაროს რაოდენობა. განაცხადს უნდა დაერთოს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

 5. 103-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სარეზერვო სამორინეს მაგიდის, კლუბის მაგიდის და სათამაშო აპარატის დალუქვა ხდება იმ ფორმით, რომელიც გამორიცხავს ლუქის დაზიანების გარეშე მათი გამოყენების (ექსპლუატაციის) შესაძლებლობას.

2. მოსაკრებლით დაბეგვრის უმოქმედო ობიექტს (სამორინეს მაგიდ, კლუბის მაგიდასა და სათამაშო აპარატს) ლუქავს შემოსავლების სამსახური შესაბამისი აქტის საფუძველზე.“.

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სამორინეს მაგიდა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატი, რომელიც ითვლება სარეზერვოდ და არ არის დალუქული, გატანილი უნდა იქნეს სათამაშო დარბაზიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ითვლება მოქმედად და მასზე გადახდილი უნდა იქნეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არსებული წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

დ. გვინდაძე